დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6788

EUR 2.8583

ჯენიფერ ლოპესი MTV-ს დაჯილდოებაზე ქართველი დიზაინერის სამოსით წარდგა 13.09.2021 21:24

ჯენიფერ ლოპესი ახლახან MTV-ს 2021 წლის მუსიკალური დაჯილდოების ცერემონიალზე მაყურებლის წინაშე ცეცხლოვანი სამოსით წარდგა.

 

52 წლის  ვარსკვლავის ჩაცმულობაზე დევიდ კომას ბრენდმა იზრუნა. დევიდ კომა, ანუ დათო კომახიძე წარმოშობით ქართველი დიზაინერია, რომელიც მოდის სამყაროში ძალიან ცნობილი სახელია.

 

საკუთარი ბრენდი მან დიდი ბრიტანეთში დააარსა. დევიდ კომას ნამუშევრები უამრავ ვარსკვლავს წლებია აცვია, მათ შორისაა, ჯენიფერ ლოპესიც, რომელმაც ამჯერად მისი ახალი კოლექციიდან შეარჩია სამოსი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ