დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

"სწორედ ამ ორმა ადამიანმა გადასცა მელაძესა და გვარამიას ს​ათავისოდ გაკეთებული ფაილები" 14.09.2021 17:34

ეგრედწოდებული ფარული ჩანაწერების, რეალურად კი რაღაც ნაჯღაბნების შესახებ არავინ ამბობს მთავარ სათქმელს. ცალსახაა რომ ეს არის ფაბრიკაცია, თუმცა ალბათ არსებობს რაღაც ფაილები, რომელზეც არაერთხელ იყო მითითება, რომ ეს „კრებსები“ 2019-2020 წლით თარიღდება, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

 

"ახლა გავყვეთ ამ მოცემულობას. ამ დროს გახარია არის პრემიერ მინისტრი, ხოლო მისი ორი მარჯვენა ხელი, ხოჯევანიშვილი სუსში და საბანაძე შსს ში იკავებენ უმაღლეს თანამდებობებს და პირდაპირ კურირებენ იმ სამსახურებს, რომლებსაც მათ შორის სახელმწიფოს უსაფრთხოების მიზნით ევალებათ მიყურადება. ანუ რა გამოდის, გახარიას ამ ორ თანამზრახველს აქვს წვდომა ფაილებთან და სრული შესაძლებლობა, რომ ნებისმიერი სახის მანიპულაცია გაუკეთონ დოკუმენტებს. გადაწერონ, გადააკეთონ, შეცვალონ ნებისმიერი ფრაზა და წინადადება. და რა გამოდის? ოპოზიციაშიო გადაბარგების შემდეგ ნაცმოძრაობის ტელევიზიებში მიედინება ფაილები, დამახინჯებული, გადაწერილი, გადმოწერილი, მაგრამ ფაილები, რომლითაც ეს ორი არხი ცდილობს ნეგატიური დღის წესრიგის შექმნას. ჰოდა ხოჯევანიშვლს და საბანაძეს, მათ „მორალს“ რომ ჩავუღრმავდეთ, სულაც არ არის გამორიცხული, რომ სწორედ ამ ორმა ადამიანმა გადასცა მელაძეს და გვარამიას გადაწერილ-გადმოწერილი და სათავისოდ გაკეთებული ფაილები,"- წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ