დღე: 28

ღამე: 15

USD 2.7215

EUR 3.2155

არჩევნები დამთავრდება და ყველას გაეცემა საკადრისი პასუხი — ირაკლი ღარიბაშვილი 14.09.2021 19:03

პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ნებისმიერ პროვოკაციაზე ნულოვანი კომპრომისი იქნება და არჩევნების დასრულების შემდეგ ყველას გაეცემა საკადრისი პასუხი.

 

"მეგობრებო ჩვენ, ამ შეთქმულებას სახელმწიფოს წინააღმდეგ და ჩვენი ეკლესიის წინააღმდეგ, მივალთ 2 ოქტომბერს და ქართველი ხალხი ღირსეულ პასუხს გასცემს და ქართული ოცნება გაიმარჯვებს ყველა ქალაქსა და ყველა მუნიციპალიტეტში. კიდევ ერთი მინდა ვთქვა, ჩვენ ვართ ძლიერი ხელისუფლება, მათ, შეიძლება ვიღაცებს ჰქონდეთ ჯერ კიდევ ილუზია, მაგრამ არავითარი კომპრომისი არ იქნება, არავითარი. ნულოვანი კომპრომისი იქნება ნებისმიერ მცდელობაზე, რომ რაიმე პროვოკაცია მოაწყონ ჩვენს ქვეყანაში. არჩევნები დამთავრდება და ყველას გაეცემა საკადრისი პასუხი. ყველა შეთქმულებაში მონაწილე ადამიანს და ყველა მოღალატეს და ჩვენი ქვეყნის მტერს", — განაცხადა მან.

 

13 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი ღია წყაროზე სასულიერო პირებთან დაკავშირებით მასალები აიტვირთა. უცნობია, ვინ გაავრცელა ფაილები და ასევე, არ არის დადასტურებული მათი ავთენტურობა

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ