დღე: 35

ღამე: 20

USD 2.7138

EUR 3.1703

არაბი შეიხის ძარცვაში ეჭვმიტანილი ქალი თბილისშია და ბრალდებას უარყოფს 14.09.2021 23:29

ქალი, რომელიც ქმართან ერთად შეიხის გაძარცვაშია ეჭვმიტანილი თბილისშია. ერაყელი სამართალდამცავები მარიკა ხუხუნაიშვილს შეიხის სახლის გაძარცვას და  2 მილიონ 600 ათასი დოლარის და 4 კილოგრამი ოქროს გატანას ედავება.

"კურიერთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში საქმის მთავარი ეჭვმიტანილი დანაშაულს უარყოფს და ირწმუნება, რომ ერაყის ტერიტორია იქამდე დატოვა, სანამ მისი დამსაქმებლის სახლს გაქურდავდნენ. ხუხუნაიშვილი არ გამორიცხავს, რომ პროვოკაცია მოუწყეს.

"ეს არის კარგად დაგეგმილი, გაჩალიჩებული, რადგან იცოდნენ, რომ მე 3 სექტემბერს ვტოვებდი ერაყს და ვიღაცამ ძარცვა სპეციალურად დაამთხვია.ერთი თვით ადრე იცოდნენ, რომ ერაყს ვტოვებდი. არანაირი შეხება ამ დანაშაულთან არც მე და არც ჩემს მეუღლეს არ გვაქვს. მე ერაყი 3 სექტემბერს დავტოვე, უკვე გასული ვიყავი ქვეყნიდან ეს დანაშაული რომ მოხდა. ჩემმა ქმარმა კი საერთოდ წინა დღეს დატოვა ქვეყანა,"- ყვება "კურიერთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში მარიკა ხუხუნაიშვილი.

ოჯახის წევრები და ადვოკატი ძარცვაში ხუხუნაიშვილის მეუღლის, თენგიზ შაინიძის მონაწილეობასაც გამორიცხავენ. უფლებადამცველი როსტომ კერესელიძე ამბობს რომ ორივე ეჭვმიტანილი მზად არის შესაბამის ორგანოებთან ითანამშრომლოს.

ერაყში ადგილობრივ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით ცოლ-ქმარმა, მარიკა ხუხუნაიშვილმა და თენგიზ შაინიძემ, კიდევ ორ თანამზრახველთან ერთად მდიდარი შეიხის სახლი გაქურდეს. ნაქურდალი თანხა და დიდი ოდენობით ძვირფასეულობა კი ტყეში გადამალეს. გამოძიებამ ტაქსის მძღოლის დახმარებით გადამალულ ფულს და ოქროს მიაგნო, თუმცა როგორც უცხოური პრესა იუწყება, დამნაშავეებმა ქვეყნის დატოვება მოახერხეს.

შეიხის ძარცვის საქმეზე გამოძიება გრძელდება. დაუმტკიცდება თუ არა ბრალი ქართველ ცოლ-ქმარს, ჯერჯერობით უცნობია. მათ ერაყში ადვოკატი უკვე აიყვანეს, თუმცა უკან დაბრუნებას ამ ეტაპზე არ აპირებენ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ