დღე: 32

ღამე: 19

USD 2.7174

EUR 3.1875

"ბევრი ვერც კი გრძნობს, რა ტრაგედია დატრიალდა ამ ფარული ჩანაწერების გაჟონვის გამო" 15.09.2021 11:59

ბევრი ვერც კი გრძნობს, რა ტრაგედია დატრიალდა ამ ფარული ჩანაწერების გაჟონვის გამო... უძლიერესი დარტყმა ეკლესიის ავტორიტეტს... გაშიფრული აგენტურა. კიდევ უფრო დაბნეული ხალხი.. კიდევ უფრო გამჯდარი და კომპლექსში გადასული დამარცხების სინდრომი ... - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ბესო ლაგვილავა წერს.

 

"ვინ არის დამნაშავე? რა თქმა უნდა, "სანამ დროა" საშოვარზე გადაგებული, არაპროფესიონალი ხელისუფლება და მის უკან მდგომი ერთი კაცი, რა თქმა უნდა, ეს კანკალამდე აუტანელი, ყველაფერზე წამსვლელი ოპოზიცია და ერთი ძალაუფლებაზე ავადმყოფურად შეყვარებული კაცი, რომელსაც ამ ქვეყნიდან გასაქცევად არ ექნებოდა საქმე, ძალადობისკენ მიდრეკილება და ავადმყოფური ამბიციები რომ არა... გაფუყული მღვდელმთავრები, არავინ რომ არ იცის რა დამსახურება აქვთ ღმერთის და რწმენის წინაშე ასეთი დაწინაურებისთვის...სპეცსამსახურები, რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოების დაცვის ნაცვლად კომპრომატების შემგროვებლებად იქცნენ... და რაც მთავარია, დამნაშავე...

 

და რაც მთავარია, დამნაშავე ..ხარ შენ...სწორედ შენ! შენ - ვინც ამ ყველაფერს უშვებ...ხმას და სულს 30 ლარად ყიდი.. მუდამ სხვას ელი, სხვის იმედზე ხარ, რომ მოვა და გადაგარჩენს... შენ რომელმაც დაკარგე იდეალები და საკუთარი ეგოიზმი აქციე მთავარ იდეალად...შენ რომელიც ჩამორჩი...შენ რომელმაც ფული გიყვარს და არ კი იცი - როგორ იშოვო..

 

აღარ აქვს აზრი, იყვირო ან ილოცო, - ღმერთო დაიფარე საქართველო!

ღმერთი მათთან არის, ვისაც რაღაცის მაინც სწამს... ჩვენ არ გვწამს არაფრის!

იქნებ მართლა ავწიოთ ხელი და ტყვედ ჩავბარდეთ? თუმცა.....

 

თუმცა ამაშიც ვერ ხომ ვერასდროს შევთანხმდებით თუ ვის ჩავბარდეთ... და იქნებ ამაზეც კი დგას, ჩვენი დამოუკიდებლობა?!.

 

საცოდაობაა, მაგრამ ხელი ასე უნდა მოვაწერო - არშემდგარი ერის მიერ შექმნილი არშემდგარი სახელმწიფოს მოქალაქე - ბესო ლაგვილავა,"- წერს ის.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ