წლის განმავლობაში დედამიწაზე უკიდურესად ცხელი დღეების რაოდენობა, როდესაც ტემპერატურა 50 გრადუს ცელსიუსს აღწევს, 1980-იანი წლებიდან გაორმაგდა. ამის შესახებ BBC–ს კვლევაშია ნათქვამი.
გარდა ამისა, ასეთი უკიდურესი ტემპერატურა ახლა უფრო მეტ ადგილას ფიქსირდება, ვიდრე წარსულში. ეს ადამიანის ჯანმრთელობასა და ცხოვრების წესს უპრეცედენტო გამოწვევებს უქმნის.
დღეების საერთო რაოდენობა, როდესაც 50°C- ზე მეტი ტემპერატურა ფიქსირდებოდა, ბოლო ოთხი ათწლეულის განმავლობაში ყოველწლიურად იზრდებოდა.
1980 წლიდან 2009 წლამდე ტემპერატურა წელიწადში დაახლოებით 14 დღის განმავლობაში საშუალოდ 50°C- ს აღემატებოდა, ხოლო 2010-2019 წლებში ეს მაჩვენებელი 26 დღემდე გაიზარდა.
ამავე პერიოდში, ტემპერატურა 45°C- ზე ზემოთ საშუალოდ წელიწადში ორი კვირით მეტი ხნის განმავლობაში დაფიქსირდა, ვიდრე ადრე.
”ზრდა, შესაძლოა, 100%-ით წიაღისეული საწვავის დაწვით იყოს განპირობებული”, - ამბობს კლიმატოლოგი ფრედერიკე ოტო.
ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge