დღე: 24

ღამე: 14

USD 2.7227

EUR 3.191

გერმანიაში, ძაღლის ყოლისთვის დაწესებული გადასახადიდან შემოსავალმა 380 მილიონი ევრო შეადგინა 15.09.2021 19:21

გერმანიის ფედერალური სტატისტიკური სამმართველოს ინფორმაციით სახელმწიფომ ძაღლებზე გადასახადიდან 380 მლნ ევრო შემოსავალი მიიღო, რაც 3%-ით აღემატება 2019 წელს მიღებულ შემოსავალს.

 

გერმანიის კნოლოგიური ინდუსტრიის ასოციაციის მონაცემებით, გასულ წელს გერმანელებმა წინა წლებთან შედარებით დაახლოებით 20%-ით მეტი ძაღლი იყიდეს. მსგავსი ვითარებაა შენარჩუნებული მიმდინარე წელსაც. პირველ კვარტალში ძაღლებზე გადასახადიდან მიღებულმა შემოსავლებმა 159 მლნ ევროს მიაღწია. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8%-ია.

 

ფედერალური სტატისტიკური სამმართველოს განმარტებით, გადასახადის ოდენობა და სტრუქტურა სხვადასხვაა სხვადასხვა რეგიონში და მრავალ ფაქტორზე, მათ შორის ძაღლების რაოდენობაზე და ჯიშზეა დამოკიდებული.

 

აღსანიშნავია, რომ უკანასკნელ პერიოდში ფასები ძაღლების და კატების საკვებზე საშუალოზე ნაკლებად გაიზარდა. აგვისტოში კატების და ძაღლების მფლობელებს თავიანთი ოთხფეხა მეგობრების საკვებზე 2,2%-ით მეტი დაეხარჯათ, ფასების ზრდის დონე კი 3,9% იყო.

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ