"დმანისის მახლობლად უძველესი ჰომინიდების ახალ კერას მიაგნეს"- Euronews

საფრანგეთის სამაუწყებლო კომპანიამ „ევრონიუსმა“ (Euronews) ეთერში გადასცა ვიდეო სიუჟეტი საქართველოში, დმანისის მუნიციპალიტეტში წარმოებული არქეოლოგიური გათხრების თაობაზე. მასალის ტექსტური ვერსია კომპანიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა სათაურით „დმანისის მახლობლად უძველესი ჰომინიდების ახალ კერას მიაგნეს“.


გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:


„დმანისის მუნიციპალიტეტში, რომელიც მსოფლიოში ცნობილია აფრიკის კონტინენტის გარეთ აღმოჩენილი ჰომინიდების ერთ-ერთი ყველაზე ძველი ნიმუშებით, მეცნიერებმა ჰომინიდების კიდევ ერთ ახალ კერას მიაგნეს.


სოფელ ქვემო ოროზმანთან საქართველოს ეროვნული მუზეუმის მკვლევართა გუნდის მიერ აღმოჩენილი ძეგლი დაახლოებით 1,8 მილიონი წლის წინანდელია. ადგილზე აღმოჩენილ არტეფაქტებს შორის ვხვდებით ქვის იარაღებს და მათ დასამზადებლად საჭირო ქვების ე.წ. ანატკეცებს. სწორედ ამის საფუძველზე მტკიცდება ამ ტერიტორიაზე უძველესი ჰომინიდების აქტივობა. ნაპოვნია უძველესი ფაუნის განამარხებული ნიმუშებიც.


არტეფაქტები არის დასტური იმისა, რომ ძეგლზე იყო ადამიანის, ანუ ადამიანის წინაპრების, ჰომინინების აქტივობა. ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ აქ ვიპოვით ადამიანსაც, ანუ ადამიანის ანთროპულ ნაშტებს“, - აცხადებს გიორგი ბიძინაშვილი, ექსპედიციის ხელმძღვანელი. 


მეცნიერების განცხადებით, ქვემო ოროზმანთან, ისევე როგორც დმანისთან, წარსულში ტბები იყო. სავარაუდოდ, სწორედ ამ ტბების მახლობლად ცხოვრობდნენ ჰომო საპიენსის წინაპრები, თუმცა საჭიროა დამატებითი კვლევები. ოროზმანის ძეგლზე სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაისა“ და კომპანია „PSP-ს“ მხარდაჭერით გათხრების პირველი სეზონი ახლახან დაიწყო, სამუშაოებში უცხოელი სტუდენტებიც იღებენ მონაწილეობას.


„მე ახლახან დავამთავრე უნივერსიტეტი და მინდოდა გამოცდილების მიღება პალეოანთროპოლოგიასა და არქეოლოგიაში. ჩამოვედი ამ ძეგლზე სამუშაოდ და ძალიან მომწონს, რადგან აქ, ჩვენ, წარსულის ამ კონკრეტული ეპოქის პიონერები ვიქნებით, ამან მიმიზიდა ყველაზე მეტად. საკმაოდ სახალისოა, ჩვენ ვიპოვეთ არტეფაქტები, ძვლები, გვყავს ძალიან კარგი გუნდი, მიყვარს მათთან მუშაობა“, - აცხადებს ინდოელი არდი დაკეი.


საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორის, დავით ლორთქიფანიძის განცხადებით, ეს ძეგლი საშუალებას იძლევა, რომ საქართველოში შევისწავლოთ ადრეული ჰომინიდების გავრცელებასთან დაკავშირებული საკითხები. მისი თქმით, სამხრეთ საქართველო კვლევებისთვის უნიკალურ პოლიგონს წარმოადგენს.
„დმანისი წარმოადგენს მართლაც უნიკალურ დროის კაფსულას, სადაც ჩვენ შეგვიძლია 1,8 მილიონი წლის ჰომინიდების სხვადასხვა ასპექტი შევისწავლოთ, როგორიცაა მათი ანატომია, ქცევა, ქვის იარაღები, ბუნებრივი გარემო. ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ თუ რა ხდება იმ დროს სხვა ადგილებში, რა ხდება დმანისამდე და რა ხდება დმანისის შემდეგ. ოროზმანის ძეგლი საშუალებას მოგვცემს გავაფართოვოთ ეს არეალი“, — აცხადებს ის.


დმანისში ჰომინიდების თავის ქალები 1999, 2001, 2002 და 2005 წლებში აღმოაჩინეს. ნამარხები უმნიშვნელოვანეს ინფორმაციას ატარებს იმის შესახებ, თუ როგორ და როდის დატოვეს პირველმა ჰომინიდებმა აფრიკა.


წყარო: https://de.euronews.com/2021/09/15/1-8-millionen-jahre-zeitkapsel-in-georgien

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები

 





 

მსგავსი სიახლეები
ბლოგი

პოლონური სასწაული და „შოკური თერაპია“

პოლონეთის ეკონომიკა მეექვსეა ევროკავშირში და უდიდესია ევროკავშირის ყოფილი აღმოსავლეთ ბლოკის წევრთა შორის.

თებერვალი 24 , 2020

"2020-2024 წლებში ჩვენ გვექნება რეგიონში და ევროპაშიც ყველაზე მაღალი 5%-იანი ზრდა"

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალი ანგარიში, რომელიც გასულ წელს აფასებს, განსაკუთრებით როგორც არასდროს დღეს რამდენიმე მიმართულებით არის მნიშვნელოვანი:

თებერვალი 13 , 2020

დიდი ბრიტანეთი კეინსიდან დღემდე - ციკლიდან ეკონომიკის გაკვეთილები

გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკა ეფუძნება თავისუფალი ბაზრის და დაბალი გადასახადების პრინციპებს და მიუხედავად მომსახურების სერვისების პრიორიტეტისა, არის წარმოებაზე და ექსპორტზე ორიენტირებული ეკონომიკა გერმანიის და იაპონიის მსგავსად.

იანვარი 27 , 2020

"ქვეყანაში წარმოქმნილი არასტაბილურობა გაურკვევლობასა და ნეგატიურ მოლოდინებს წარმოქმნის, პირველ

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ფონზე, სხვა საკითხებმა, მათ შორის ეკონომიკამაც მეორე პლანზე გადაიწია.

ნოემბერი 19 , 2019

"ქვეყანას ნამდვილად აქვს სწრაფი ზრდის ეკონომიკური და ადამიანური რესურსები, რაც გაზრდის შემოსავლ

მე ამ თემაზე მსჯელობისას სხვა დროსაც აღმინიშნავს, რომ ეკონომიკური ზრდის არსი არის ეროვნული შემოსავლის პროგრესიული ზრდა გრძელვადიან პერსპექტივაში.

ნოემბერი 14 , 2019

წყალტუბოს პროექტი საქართველოს რეგიონალურ ტურისტულ ჰაბად გადააქცევს

ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება წყალტუბოში გამოისყიდოს ყველა, 22 სასტუმრო, 9 აბანო და განახორციელოს მათი სრული რეაბილიტაცია, არის უპრეცედენტო თავისი მაშტაბურობით და საინვესტიციო გადაწყვეტილებების თვალსაზრისითაც.

ოქტომბერი 29 , 2019

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოხსენება მიმდინარე ეკონომიკური ტრანსფორმაციის შეუქცევად ხასიათს ადასტუ

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისიამ საქართველოში მორიგი ვიზიტი დაასრულა და შემაჯამებელი მიმოხილვა გამოაქვეყნა. სსფ-ის ეს მოხსენება რამდენიმე ფაქტორის გამო არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი.

სექტემბერი 19 , 2019

საქართველო პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის ღიაობით და საინვესტიციო მიმზიდველობით მოწინავე, გამორ

მათ ასევე გააჟღერეს მნიშვნელოვანი გზავნილები, რომ ჩვენი ქვეყნისა და მისი ეკონომიკის მასშტაბიდან გამომდინარე, ერთ სულ მოსახლესთან მიმართებით მოზიდული ინვესტიციების კუთხით საქართველოს აქვს საუკეთესო მონაცემები.

სექტემბერი 12 , 2019

"ქართულ ოცნებას" უკვე მეორე ფრონტზე - ხაზარაძე-ჯაფარიძის წინააღმდეგ მოუწევს არც თუ იოლი პო

"ორი ფრონტი" კი არა, არამედ ორმაგი ბუნება და შიდა წინააღმდეგობა "ქართული ოცნებისა" :

აგვისტო 29 , 2019

ეს არის საქართველოს მთავარი მტერი, რომელსაც საუბედუროდ - ოკუპირებული აქვს ქვეყანა!

ნიჰილიზმზე ვწერდი და ზოგი მთხოვს, მაგალითები მოიყვანე, რომ უფრო თვალსჩინო და გასაგები იყოს ამ ტერმინის მნიშვნელობაო.

აგვისტო 15 , 2019

"2008-2012 წლებში ქვეყანა სრულ ეკონომიკურ კოლაფს საერთაშორისო დახმარებამ გადაარჩინა"

2008 წლის აგვისტოს ომის შეფასებისას, ბევრი ითქვა და დაიწერა, როგორც ქართულ ისე უცხოურ პრესაში.

აგვისტო 08 , 2019

"ლარს და მთავრობას კი არ უნდა ჩავუდგეთ კრიჭაში, არამედ ემბარგოს დამწესებელს"

ყველაზე ცუდი ისაა, რომ დარგის პატივსაცემი, ან აღიარებული სპეციალისტები, ან მიკერძოებულ განცხადებას აკეთებენ, ან დუმან.

აგვისტო 01 , 2019

"კომერციული რისკების დაზღვევა მთავრობის მიერ არ უნდა განხორციელდეს"

ანაკლიის პორტის ირგვლივ განვითარებული ისტორია, როგორც ჩანს წმინდა საინფორმაციო ომის ტალღაზე გადადის.

აგვისტო 01 , 2019

"ივნისში ეკონომიკის 5 %-იანი ზრდა საგარეო კურსზე რევოლუციური სცენარის ღია ზეგავლენას ადასტურებს

2019 წლის ივნისშის წინა თვეების ანალოგიურად, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა და 5.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2019 წლის იანვარ-ივნისის საშუალო ზრდა 4.9 პროცენტს გაუტოლდა.

ივლისი 31 , 2019

"შემაგინე და გესვრი"- პუტინის შურისძიება გინებაზე

ერს არ გვაქვს ცივი გონება, თუ როგორ უნდა გავუმკვლავდეთ საფრთხეებს. ყველაფერი წალეკა პოპულიზმმა და ძალაუფლებისთვის ბრძოლამ.

ივლისი 10 , 2019

"საქართველო „მცირე ბიზნესის აქტის“ რეიტინგში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ლიდერია"

2 ივლისს, ქ. პარიზში "ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის(OECD) მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებს შორის „მცირე ბიზნესის აქტის“ რეიტინგში ლიდერად დასახელდა.

ივლისი 03 , 2019

"პროპორციული არჩევნებით პოლიტიკა ადგილობრივ კონტექსტს უმეტესწილად დაკარგავს"

ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული არგუმენტი პროპორციული არჩევნების წინააღმდეგ, რაც გუშინ თუნდაც ფბ-ზე ხშირად და ხაზგასმით აღინიშნა, ის არის, რომ ადგილობრივ კონტექსტს, თუკი სრულიად საქართველოს ერთიანი სიებით იქნება არჩევნები, მთლიანად თუ არა, დიდწილად დაკარგავს ეროვნული პოლიტიკა.

ივნისი 25 , 2019

„სსფ-ის ანგარიშში ცალსახად არის აღნიშნული, რომ მიმდინარე რეფორმები ხელს უწყობს სწრაფ და ინკლუზიურ ზრ

საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ დაასრულა საქართველოსათვის „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ (Extended Fund Facility), ფარგლებში მეოთხე მიმოხილვა.

ივნისი 20 , 2019

საკრედიტო ექსპანსია ეკონომიკაში ღრმა რეცესიას წარმოშობს

საქართველოს ეროვნული ბანკის ჟურნალ „ეკონომიკა და საბანკო საქმე“ ბოლო ნომერში ძალზე საინტერსო მასალა გამოქვეყნდა „ჭარვალიანობის“ ზეგავლენაზე მოხმარებაზე და ეკონომიკურ რეცესიაზე, რომელიც განხილულია 2015-2016 წლებში, ბრაზილიის ფინანსური კრიზისის მაგალითზე.

ივნისი 17 , 2019

„დამაიმედებელი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი და რეფორმები, ქმნის წინაპირობებს ინკლუზიური ზრდისათვის“

მიმდინარე წლის აპრილში მშპ-ს მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა როგორც მომსახურების სექტორში, ასევე ეკონომიკის რეალურ სექტორში, მათ შორის სოფლის მეურნეობაში;

მაისი 31 , 2019