დღე: 23

ღამე: 12

USD 2.6788

EUR 2.8583

ლოს-ანჯელესში Emmy 2021-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ 20.09.2021 20:08

 

ლოს-ანჯელესში Emmy 2021-ის გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. გასული წლისგან განსხვავებით, როდესაც შოუ ვირტუალურ რეჟიმში ჩატარდა, წელს მონაწილეები კვლავ წითელ ხალიჩაზე შეიკრიბნენ.

 

საუკეთესო დრამატულ სერიალად Netflix-ის "გვირგვინი“ ("The Crown") დასახელდა, საუკეთესო კომედიურ სერიალად Apple TV+ -ის „ტედ ლასო“ ("Ted Lasso"), წლის საუკეთესო მინი-სერიალის ნომინაციაში Netflix-ის „ლაზიერის გამბიტმა“ გაიმარჯვა.

 

საუკეთესო მსახიობ ქალად დრამატულ სერიალში ოლივია კოლმანი დასახელდა ფილმისთვის „გვირგვინი", დრამატული სერიის საუკეთესო მსახიობ მამაკაცად კი - ჯოშ ო'კონორი იმავე ფილმში შესრულებული როლისთვის.

 

ნომინაციაში: საუკეთესო მსახიობი ქალი კომედიურ სერიალში ჯინ სმარტმა გაიმარჯვა ფილმისთვის „ხრიკები”, კომედიური სერიალის საუკეთესო მსახიობ მამაკაცად კი ჯეისონ სუდეიკისი დასახელდა ფილმისთვის „ტედ ლასო“.

 

ვირუსის გავრცელების რისკის თავიდან ასაცილებლად ორგანიზატორებმა შოუს ღია ტიპის ტენტში ჩატარების გადაწყვეტილება მიიღეს. სტუმრების რაოდენობა 500-მდე იყო შეზღუდული. ამასთან, ღონისძიებაზე სტუმრებს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლოთ დასწრება, თუ ისინი წარადგენდნენ მტკიცებულებას, რომ კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩატარებული ჰქონდათ

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ