2:1- საქართველოს ნაკრებმა კოსოვო დაამარცხა

საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა სტუმრად კოსოვო 2:1 დაამარცხა.

თამაში პრიშტინაში, ფადილ ვოკრის სახელობის სტადიონზე გაიმართა.

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, ბოლო 9 წელიწადში პირველი შეხვედრა მოიგო.

ანგარიში მატჩის მე-11 წუთზე კოსოვოს ნაკრების მეკარის უხეში შეცდომის შემდეგ თორნიკე ოქრიაშვილმა გახსნა.

მატჩის 45-ე წუთზე კოსოვოს ნაკრების შემტევმა, ვედად მურიქიმ 11-მეტრიანი ნიშნულიდან ანგარიში გაათანაბრა, გამარჯვების გოლი კი 82-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა ზურიკო დავითაშვილმა გაიტანა.

7 მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრები 4 ქულით მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის B ჯგუფის მეოთხე ადგილზე იმყოფება. ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩს ვილი სანიოლის შეგირდები 11 ნოემბერს, შინ, შვედეთის წინააღმდეგ გამართავენ.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები