დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

"ნიკა მელია, აქ სრული ანტიპოდია სააკაშვილის" - არჩილ გამზარდია 13.10.2021 14:13

ნიკა მელიას განთავისუფლების მოთხოვნაში მთელი ჩვენი პოლიტიკური სპექტრი ჩაერთო და ინტერპარტიული იყო მოთხოვნა, საერთაშორისო პოზიციებიც მკვეთრი და ხისტი იყო, მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლების მოთხოვნაში კი პროტესტი პარტიულ ჩარჩოში თავსდება, საერთაშორისო პოზიციებიც ჯამში შუალედურია - არც მწვადს წვავს და არც შამფურს,- ამის შესახებ სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია წერს.

 

"საინტერესოა ამ განსხვავების მიზეზების ძებნა. საკვანძო მომენტი მელიას კომუნიკაციის უნარია, მიუხედავად იმისა, რომ მელიაც და სააკაშვილიც ერთ, დომინანტ ოპოზიციურ პარტიას წარმოადგენს, სააკაშვილი უპირატესად "მაღლა" მდგომის, იერარქიიდან იყურება, არცერთ პოლიტიკურ ლიდერს არ "უყადრებს" თავს, თვლის რომ ყველაზე მაღლაა, მიუწვდომელია ჩვენი პოლიტიკური სპექტრისათვის და დანარჩენი მასთან შედარებით არავინაა, აი, ნიკა მელია, აქ სრული ანტიპოდია სააკაშვილის, ის თანაბარ კომუნიკაციაშია ყველასთან, ურთიერთობს, ახერხებს ჰარმონიის შექმნას, არ ქედმაღლობს, პატივს სცემს სხვებს და ა.შ.

 

თანამედროვე პოლიტიკური ლიდერის უნარებში შედის კომუნიკაციის უნარი, შინაგანი დემოკრატიულობა, პარიტეტულობა, თანამშრომლობის უნარი და ა.შ. ქედმაღლობა და ავტოკრატობა თანამედროვე ლიდერის კრიტერიუმებში არ შედის, ეს ახასიათებს ძველი ყაიდის ბელადებს, რომლებსაც ადამიანები უფრო თაყვანს სცემენ, ვიდრე პატივს.

 

ჩანს, რომ ეს განასხვავებს პოლიტიკური სპექტრის სრულიად განსხვავებულ დამოკიდებულებას დომინანტი ოპოზიციური ძალის ამ ორი პირის მიმართ. სწორედ თანასწორობის უნარშია ლიდერობა და არა პოლიტიკურ ქედმაღლობაში.

 

ეს არის მიდგომა, რომელზეც პოლიტიკის მართვის სპეციალისტები თანხმდებიან,"- წერს არჩილ გამზარდია.

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ