დღე: 25

ღამე: 16

USD 2.7191

EUR 3.202

ნორვეგიაში კაცმა რამდენიმე ადამიანი მშვილდ-ისრით დახოცა 14.10.2021 01:19

ნორვეგიის ქალაქ კონგსბერგში მამაკაცმა, რომელიც მშვილდითა და ისრებით იყო შეიარაღებული, რამდენიმე ადამიანი დახოცა და დაჭრა.

 

ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.

 

“ამ პირმა ეს მოქმედებები მარტომ ჩაიდინა. რამდენიმე ადამიანი დაჭრილია და რამდენიმე გარდაცვლილი”, – განაცხადა პოლიციის წარმომადგენელმა.

 

მედიის ცნობით, თავდამსხმელმა მომხდარის შემდეგ ასევე ცეცხლი გახსნა ერთ-ერთ სუპერმარკეტშიც.


პოლიცია აცხადებს, რომ ჯერჯერობით მსხვერპლის რაოდენობა უცნობია.

 

სამართალდამცველებმა თავდამსხმელი უკვე დააკავეს.  თავდასხმის მოტივი და მსხვერპლის რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.

ავტორ(ებ)ი :