ვინაიდან სააკაშვილი იყო წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი, უნდა გათავისუფლდეს - ადვოკატი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლია, რის გამოც მას “ნორმალურ ქვეყანაში თავისუფალ მდგომარეობაში მკურნალობის საშუალებას მისცემდნენ”. ამის შესახებ საძაგლიშვილმა გორის სამხედრო ჰოსპიტალში სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.

 

ადვოკატის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტი  პოლიტიკური პატიმარია და ამის პირდაპირი მტკიცებულება  აქვთ ღარიბაშვილის განცხადებების სახით. 

 

ნორმალურ ქვეყნაში გათავისუფლებაც კი ხდება ადამიანის, როცა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი ხდება. ჩვენ დეტალურად არ გვისუაბრია ამ მექანიზმე, მე უბრალოდ გეუბნებით, როგორია ნორმალური ქვეყნების დამოკიდებულება ამ მდგომარეობაში მყოფი ადამიანების მიმართ”, – განაცხადა საძაგლიშვილმა.

 

„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მიხეილ სააკაშვილი გახდა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი, რაც უკვალოდ ვერ ჩაივლის მის ჯანმრთელობაზე, მორალურ მხარეზე. პირველ ყოვლისა, ცხადია, მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი და პირდაპირი მტკიცებულებები გვაქვს ღარიბაშვილის განცხადებების სახით. ამას რომ თავი დავანებოთ, ნორმალურ ქვეყანაში წამების და არაადამიანური მოპყრობის შემდეგ ადამიანს მისცემდნენ თავისუფალ მდგომარეობაში მკურნალობის საშუალებას და არა იმ მდგომარეობაში, რაშიც ახლა საქართველოს მესამე პრეზიდენტი იმყოფება. ნორმალურ ქვეყანაში გათავისუფლებაც კი ხდება ადამიანის, როცა წამების და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი ხდება.

გათავისუფლებაც კი ხდება თუნდაც იმ უკანონო განაჩენებით გამოყენებული სანქციების. ჩვენ დეტალურად არ გვისაუბრია ამ მექანიზმებზე, მე გეუბნებით უბრალოდ, როგორია ნორმალური ქვეყნების დამოკიდებულება ამ მდგომარეობაში მყოფი ადამიანების მიმართ და როგორი უნდა იყოს. რაც შეეხება ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებას, ის არის მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი და სამედიცინო თვალსაზრისით აფასებს ამ მოვლენებს, გააკეთა ის განცხადება, რაც გააკეთა.


ვინაიდან მიხეილ სააკაშვილი იყო წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი, ბუნებრივია, ის უნდა გათავისუფლდეს და მიეცეს შესაძლებობა, რომ თავისუფლებაზე მოხდეს მისი ჯანმრთელობის აღდგენა, თავისუფლად მკურნალობის საშუალება უნდა მიეცეს“, – განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები