შვედეთის პარლამენტმა მთავრობის მეთაურად სოციალ-დემოკრატების ლიდერი მაგდალენა ანდერსონი აირჩია. ის ქვეყნის ისტორიაში პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი გახდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ანდერსონის კანდიდატურას მხარი 117-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი 174 იყო, 57-მა დეპუტატმა თავი შეიკავა, ერთი დეპუტატი სხდომას არ დაესწრო.
2014 წელს ანდერსონმა შვედეთის ფინანსთა მინისტრის თანამდებობა დაიკავა და პირველი ქალი გახდა, რომელმაც მთავრობაში ეს პოსტი ჩაიბარა.
ცნობისთვის, შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, სტეფან ლევენმა თანამდებობა ივნისს დატოვა.
მანამდე, 21 ივნისს პირველად ისტორიაში, შვედეთის პარლამენტმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, სტეფან ლევენს უნდობლობა გამოუცხადა. მანამდე შვედეთის "მემარცხენე პარტიამ" გამოაცხადა, რომ მან დაკარგა ნდობა მთავრობის მიმართ იჯარის ბაზართან დაკავშირებული ცვლილებების გამო და უნდობლობის გამოცხადებას შეეცდებოდა.
ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge