"...თუ ვიღაცას ჰქონდა იმის ილუზია, რომ შემოვიდოდა და აქ დახვდებოდა 2003 წლის საქართველო, ამაზე პასუხი მოკითხოს იმას, ვინც ეს მცდარი ილუზია გაუჩინა''

''მე მადლიერი ვარ პრემიერ-მინისტრის და სახელმწიფო ინსტიტუციებთან ურთიერთქმედების. ამ ურთიერთთანამშრომლობის წყალობით, ვეტერანთა 70 000-იან პირად შემადგენლობას, ჩვენს ბენეფიციარებს, სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის პროცესში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა მიეცათ. დღეს, 22 ლარზე ვინც სპეკულირებენ, თავად არიან ამ 22 ლარის შემოქმედები. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და  სახელმწიფოს ურთიერთქმედებით, ერთიანი მიდგომით და პრემიერ-მინისტრის უშუალო ხელმძღვანელობით, დაწყებულია რამოდენიმე საპილოტე პროგრამა აგრარული მიმართულებით, რომლებზეც ჩვენ, ასევე, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან გვაქვს საკმაოდ საინტერე სოსაუბარი. ამ თემებზე შეხვედრები ხორციელდებასოფლის მეურნეობის, ეკონომიკის მინისტრებთანაც.

 

რაც შეეხება ონლაინ კაზინოების აკრძალვის შესახებ პრემიერის ინიციატივას _ რა თქმა უნდა, ჩვენ ამას მივესალმებით, რადგან პირდაპირ ვიტყვი _ ბევრი ოჯახი უბედურების ზღვარზე მიიყვანაამ თემამ;  ჩემს სახელმწიფოს სარგებელი ამბიზნესიდან აქვს ყველაზე მიზერული, რადგანგაცილებით დიდი თანხა სხვაგან გაედინება. მთავრობის მხრიდან მოდის სხვადასხვა, რეალური ინიციატივები, რომლებიც გადაწყვეტილებასდაქვემდებარებულია და რომლებიც ჩემთვის, როგორც წარსულში სამხედრო პირისთვის, საკმაოდმისაღებია. ეს აძლიერებს და აერთიანებს ჩემსქვეყანას! და თუ ვიღაცას ჰქონდა იმის ილუზია, რომ შემოვიდოდა და აქ დახვდებოდა 2003 წლის საქართველო, ამაზე პასუხი მოკითხოს იმას, ვინც გაუჩინა ეს მცდარი ილუზია", - განაცხადა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ 24 ნოემბერს, ტელეკომპანია ''ჯორჯიან თაიმსის'' გადაცემაში ''რეალური პოლიტიკა''.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები