დღე: 36

ღამე: 21

USD 2.716

EUR 3.1753

3+3+3 ფორმატი - პოლიტოლოგი მალხაზ გულაშვილი გეოპოლიტიკური ვითარების გაუმჯობესების მიზნით ინიციატივით გამოდის 25.11.2021 17:37

პოლიტოლოგი მალხაზ გულაშვილი გეოპოლიტიკური ვითარების გაუმჯობესების მიზნით 3+3+3 ფორმატის შექმნის ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ  მან დღეს, მედიაჰოლდინგ "კვირას" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.  

მისივე თქმით, გასულ წლებში, მეზობელი თურქეთის მხრიდან შემოთავაზებული 3+3 ფორმატი საყურადღებოა, თუმცა, საქართველოსთვის წამგებიანი. ამიტომ, პოლიტოლოგის ინიციატივით, პრობლემის გადაჭრის ახალი სქემა 3+3+3 ფორმატი უფრო მიზანშეწონილია. 

"უნდა გაერთიანდეს სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, პლუს რუსეთი, თურქეთი, ირანი და ასევე აშშ, ჩინეთი და ევროკავშირი, როგორც წარმომადგენელი.

ჩინეთი მოგეხსენებათ ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფოა თანამედროვე მსოფლიოში და ჩვენ უნდა შევეცადოთ, ამ სახელმწიფოების წარმომადგენლობითი საბჭო საქართველოს ტერიტორიაზე განთავსდეს, რომელიც განიხილავს მთელ რიგ საკითხებს, მათ შორის ომის და ა.შ.

მსგავსი ტიპის ორგანიზაციები შექმნილია მთელ მსოფლიოში და ჩვენ ამით მომგებიან სიტუაციაში აღმოვჩნდებით, დავაბალანსებთ იმ პოლიტიკურ პროცესს, რაც შეიძლება კავკასიაში განვითარდეს მომავალში, რათა რომელიმე სახელმწიფოს კიდევ არ გაუჩნდეს ექსპანსიური აზრები საქართველოს ტერიტორიებთან მიმართებაში. მით უმეტეს, ვხედავთ რა პროცესებიც მიდის მსოფლიოში.

ფაქტობრივად, საერთაშორისო სამართალი, როგორიც ასეთი, აღარ არსებობს და ძალისმიერი პოლიტიკით ხდება მთელი რიგი საკითხების გადაწყვეტა," - განაცხადა მალხაზ გულაშვილმა.  

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge