სააკაშვილი მსოფლიო მასშტაბის აფერისტია - დმიტრი მარუნიჩი

 

სააკაშვილი მსოფლიო მასშტაბის აფერისტია, - ამის შესახებ უკრაინელმა ექსპერტმა, დმიტრი მარუნიჩმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილთან მხოლოდ სკანდალი, პიარი და ყურადღების ცენტრში ყოფნის სურვილი ასოცირდება.

 

„არც კი მახსოვს უკრაინაში რა გააკეთა სააკაშვილმა, მხოლოდ ის მახსოვს, რომ ექსტრავაგანტული იდეები ჰქონდა.

 

 მაგალითად სურდა, რომ გადასახადებისგან შემოსული თანხების ნაწილი გარკვეული საქმიანობისთვის მიეღო, რაც ჩვენთან კანონით არ არის გათვალისწინებული, რადგან უკრაინა ფედერალური სახელმწიფოა. სააკაშვილთან დაკავშირებით ასევე ის მახსოვს, რომ რამდენჯერმა ძალიან უზრდელურად უპირისპირდებოდა უმაღლესი თანამდებობის პირებს. მასთან მხოლოდ სკანდალი, პიარი და ყურადღების ცენტრში ყოფნის სურვილი ასოცირდება“, - განაცხადა დმიტრი მარუნიჩმა.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები