ვერცერთ რეფორმას ვერ ვიხსენებ, რაც სააკაშვილის სახელს უკავშირდება - რადას დეპუტატი

დიდი სურვილი მაქვს, რაიმე კარგი გითხრათ მისი მოღვაწეობის შესახებ, მაგრამ ვერ გეუბნებით, - ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატმა, სერგეი ტარანიმ „ქრონიკას" კიევში, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განუცხადა.

 

„როდესაც მას საჯაროდ ეკითხებიან, ერთი რეფორმა მაინც დაასახელოს ამაზე ის ძალიან ბრაზდება, თუმცა სიმართლე სამწუხაროდ ისაა, რომ ვერცერთ რეფორმას ვერ ვიხსენებ, რაც სააკაშვილის სახელს უკავშირდება.

 

უკრაინაში ბევრი რამ იყო გასაკეთებელი და მას ამის სრული შესაძლებლობა ჰქონდა. ნამდვილად არ მესმის, რატომ ადგა და წავიდა რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელი სხვა ქვეყანაში პოლიტიკური პროცესებში მონაწილეობის მისაღებად", - განაცხადა რადას დეპუტატმა

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები