დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

"არესტოვიჩი მგონი უკრაინაშიც არ წყვეტს არაფერს, საქართველოში რა უნდა გადაწყვიტოს?!" - პაატა მანჯგალაძე 14.05.2022 21:38

არესტოვიჩი – უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი, მგონი უკრაინაშიც არ წყვეტს არაფერს, საქართველოში რა უნდა გადაწყვიტოს?!, – ასე ეხმიანება „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებას.

 

მანჯგალაძის თქმით, უკრაინელებს ომის სტრესი და ფსიქოლოგია გადალახული აქვთ და ამიტომ მასზე თავისუფლად საუბრობენ.

 

“უკრაინელები ომის მდგომარეობაში არიან. ომის სტრესი და ფსიქოლოგია გადალახული აქვთ და ამიტომ თავისუფლად საუბრობენ ომზე. ასე უნდა შევხედოთ ამ საკითხს და არა ისე, რომ ვინმეს საქართველოს დანგრევა და ცეცხლში გახვევა უნდა”, – განაცხადა მანჯგალაძემ.

 

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა: „კარგად ვიცი საქართველოს ხელისუფლების მდგომარეობა, ისინი არ გამოიყურებიან ისე, რომ შეუძლიათ ცხინვალში შესვლა“.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები