დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6729

EUR 2.8469

"ახალი ერა ქალებისათვის ჯო ბაიდენის პირად გვარდიაში“ - Le Figaro 25.01.2021 14:17

ფრანგული გაზეთი „ლე ფიგარო“ («Le Figaro») აქვეყნებს სტატიას სათაურით „ახალი ერა ქალებისათვის ჯო ბაიდენის პირად გვარდიაში“, რომელიც აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ჯოზეფ ბაიდენის ადმინისტრაციაში ქალების როლი და მნიშვნელობაა გაანალიზებული (ავტორი - ჟან-სებასტიან სტელი).

 

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

 

ბევრი ეთანხმება იმ აზრს, რომ აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი თავისი არჩევის საკითხში ნაწილობრივ იმას უნდა უმადლოდეს, რომ ვიცე-პრეზიდენტად კამალ ჰარისის კანდიდატურა შეარჩია. მაგრამ ჯო ბაიდენზე მხოლოდ ამ ქალბატონზე არ გაჩერებულა: ფინანსები, გარემოს დაცვა, უსაფრთხოება, „კოვიდ-19“-ის პანდემიის მართვა... ქალებს ჩააბარა. არასდროს ამერიკაში ქალებს ამდენ საკვანძო თანამდებობებზე არ ნიშნავდნენ“, - წერს გაზეთი.

 

კამალა ჰარისი - არამარტო პირველი ქალია, რომელმაც ვიცე-პრეზიდენტის ესოდენ მაღალი პოსტი დაიკავა სახელმწიფოს არსებობის დღიდან - 1776 წლიდან, იგი არამარტო პირველი ქალია, რომელიც ფერადკანიანია და წარმოშობით აზიელია, არამედ იგი ერთგვარი სიმბოლოა, რომელიც ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას შეშვენის. ამერიკის პრეზიდენტების ადმინისტრაციების ისტორიაში მათში არასოდეს ამდენი ქალი ყოფილა... თუმცა უფრო მნიშვნელოვანია არა ქალების რაოდენობა, არამედ მათი გავლენა, რომელსაც თითოეული მათგანი მოახდენს ქვეყნის მართვაზე. დონალდ ტრამპს კაბინეტში არცერთი ქალი არ ჰყავდა“, - აღნიშნავს ავტორი.

 

„აშშ-ის 46-ე პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ მის ადმინისტრაციაში ქალების როლის მნიშვნელობა აუცილებლად აისახებოდა. მართლაცდა, მთავრობაში 15 წევრიდან 5 ქალია. მათგან ორი თავიანთ პოსტებზე პირველები არიან - პრესტიჟულ ფინანსთა სამინისტროს ადრე არასდროს ქალი არ ხელმძღვანელობდა, დღეს კი მინისტრის კანდიდატად ჯანეტ იელენია წარდგენილი. აშშ-ში, რომელიც თავდაპირველად ინდიელთა ქვეყანა იყო, მთავრობაში ინდიელი არასოდეს ყოფილა. დღეს ასეთი სიტუაცია უკვე გამოსწორდა: ინდიელი ქალი დებ ჰოლანი შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზეა წარდგენილი - იგი იმ საკითხებს გადაწყვეტს, რომლებიც მიწის სარგებლობას ეხება, წიაღისეულის ამორებას, ეროვნულ პარკებს, რესურსების მართვას. დებ ჰაალანდი ამერიკის ძირ-ძველი მოსახლეობის წარმომადგენელია, იმ ინდიელთა ტომიდან - ლაგუნა პუებლოდან, რომელიც ნიუ-მექსიკოს შტატში ცხოვრობს

 

ერვილ ჰეინსი უხელმძღვანელებს ყველა 17 სპეცსამსახურს, დაწყებული მძლავრი ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოდან და ზესაიდუმლო ეროვნული უშიშროების სააგენტოთი დამთავრებული. ლინდა თომას გრინფილდი აშშ-ის ახალი სრულუფლებიანი წარმომადგენელი იქნება გაეროში. პრეზიდენტის სპეციალური ეკონომიკური მრჩეველი იქნება პრინსტონის უნივერსიტეტის ყოფილი დეკანი ნირა ტანდენი, რომელიც აშშ-ის ბიუჯეტის პროექტის მომზადებასთან დაკავშირებულ საკითხებს გადაწყვეტს. ყველა ეს თანამდებობები მინისტრის რანგთანაა გათანაბრებული. მთლიანობაში კი ჯო ბაიდენის გუნდში 10 ქალი და 11 კაცი იქნება“, - აღნიშნულია სტატიაში.

 

„ჯო ბაიდენი ქალებს ბევრ რამეს უნდა უმადლოდეს. ფაქტობრივად, სწორედ მათ, ქალებმა უზრუნველყვეს მისი გამარჯვება, განსაკუთრებით მობილიზებულნი იყვნენ აფროამერიკელი ქალები. და ეს მთავრობაც, რომელშიც ქალებმა დამაბალანსებელი წილი მიიღეს, სამართლიანობის გამოხატულებაა“, - ასეთ რეზიუმეს აკეთებს პუბლიკაციის ავტორი.

 

წყარო: https://madame.lefigaro.fr/societe/equipe-joe-biden-nouvelle-ere-feminine-au-sein-du-gouvernement-americain-210121-194586

მოამზადა სიმონ კილაძემ

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები