დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

"დანიის სამეფომ - მე მაინც ქართველებს ჩემს ტერიტორიაზე არ შემოვუშვებო" 03.07.2020 16:32

პოლიტიკური მიმომხილველი სიმონ კილაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:

 

"დანიის სამეფომ - მერე რა, რომ საქართველო ევროკავშირის სიაში არის შეტანილი, მე მაინც ქართველებს ჩემს ტერიტორიაზე არ შემოვუშვებო.
https://sputnik-georgia.ru/…/Vezd-poka-zakryt-grazhdane-Gru…


სამაგიეროდ შეუშვებს ავსტრალიელებს (ვირუსით დაავადებულია 8 ათასზე მეტი, მოკვდა 104 ადამიანი), კანადელებს (დაავადებულია 106 600, მოკვდა 8700), იაპონელებს (დაავადებულია 19 000, მოკვდა 977), ახალ ზელანდიელებს (დაავადებულია 1530, მოკვდა 22) სამხრეთ კორეელებს (დაავადებულია 12900, მოკვდა 282), ტაილანდელებს (დაავადებულია 3180, მოკვდა 58).


თუ ამ ქვეყნების კორონავირუსულ სტატისტიკას საქართველოს მონაცემებს შევადარებთ (დაავადებულია 943, გარდაიცვალა - 15), ჩვენ უფრო კარგი ვითარება გვაქვს.


რა თქმა უნდა, ტურისტების შეშვება-არშეშვება ყოველი ქვეყნის საშინაო საქმეა, მაგრამ რა ვიცი... დანიამ რატომღაც ჩვენი ძალისხმევა ვერ შეამჩნია... დანიის სამეფოზე ნათქვამი გამახსენდა შექსპირის "ჰამლეტი"-დან." - წერს კილაძე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები