დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6728

EUR 2.8532

"ერდოღანმა დღეს დაასრულა ათათურქის გზა დასავლეთისკენ და დაასრულა ის მისი გაწყვეტით" 11.07.2020 11:59

გოჩა მირცხულავა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:

 

"ერთი შეხედვით ერდოღანი უკონტროლოა. რეალურად ის მსოფლიოს მუსლიმთა ლიდერის მანტიას ირგებს. ის არ არის სულთან სულეიმანი, რომელსაც უამრავი ღირსება ჰქონდა. ამას მხოლოდ პატივმოყვარეობა აქვს. თავისი ეგოს დასაკმაყოფილებლად და არა დიდი თურქეთის იდეისთვის ის თურქებსაც ანადგურებს, კლავს, ციხეში ალპობს. იგი ძალიან საშიშია არა დანარჩენი სამყაროსთვის მხოლოდ, არამედ თავად თურქეთისთვის. რაღა დაგიმალოთ და საშიშია საქართველოსთვისაც. იგი თამაშობს ფანატიკოსების გრძნობებზე - რომელთათვისაც ისლამი რელიგია კი არა პოლიტიკაა. მას სურს აია სოფია კვლავ მეორე მექა იყოს, როგორც 500 წლის განმავლობაში - ათათურქამდე. მას ათათურქიც ეზიზღება, რადგან დასავლეთი და დასავლური ღირებულებებით ნაკვები თანამოქალაქეები ნერვებს უშლის. მას სრული მორჩილება უნდა, როგორც ისლამის მსოფლიო პოლიტიკურ ლიდერს. რელიგიური ღირებულებები მისთვის ინსტრუმენტია მიზნისკენ სავალ გზაზე.


ერდოღანმა დღეს დაასრულა ათათურქის გზა დასავლეთისკენ და დაასრულა ის მისი გაწყვეტით. მაგრამ დღესვე, ერდოღანმა დაიწყო საკუთარი იდეის დასამარებაც - დიახ, დღეს იწყება თურქეთის დაშლაც.


არა, ნამდვილად არ ვცდები, აგერ მე და აგერ თქვენ..."- წერს ის. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები