დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

"ზუგდიდი ირჩევს ზუგდიდელსო - სანდრა ელისაბედ რულოვსი, ხომ ვერ მეტყვი, ზუგდიდის რომელი სოფლიდან, ან უბნიდანაა“ 23.09.2020 22:14

"ევროპული საქართველოს" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიგი უგულავა სოციალურ ქსელში ნაცმოძძრაობის მიერ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატად ექიმ მალხაზ ჯალაღონიას წარდგენას ეხმაურება და პარტიის ერთ-ერთ ლიდერს, ზაალ უდუმაშვილს მიმართავს:

 

 

 

"ზუგდიდი ირჩევს ზუგდიდელსო. ძვირფასო მეგობარო, სანდრა ელისაბედ რულოვსი ხომ ვერ მეტყვი, ზუგდიდის რომელი სოფლიდან, ან უბნიდანაა, ჯერ მაჟორიტარად და მერე საერთოდ, მერზე რომ იყრიდა კენჭს? თუ ბელადის ოჯახის წევრებს წარმოშობის სერთიფიკატს არ ვუმოწმებთ? ვერ ხვდებით, რომ უხერხულად სამარცხვინოდ გამოიყურებით, როცა ქოცი, ჩიქოვანის მსგავსად იკბინებით. ისე, ძალიან კი ემსგავსებით ერთმანეთს.

პ.ს. ბატონ მალხაზს არ ვიცნობ, ასე გაკითხვით მხოლოდ კარგ ექიმად დამიხასიათეს. ვუსურვებ, მალე და ჯანმრთელად დაეღწიოს თავი თვითიზოლაციისთვის. იმედი მაქვს, კონფერენსიე უდუმაშვილის და კომკავშირელ ჩიქოვანისგან განსხვავებულად უყურებს ზუგდიდისა და ქვეყნის მომავალს და არც ტრაიბალიზმის კლიშეები აწუხებს. აუცილებლად, მოვიწვევ მას სადისკუსიოდ ღია ეთერში თუ პრივატულად ჩაიზე",- წერს უგულავა .

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები