დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

"თბილისის საკრებულოს მუშაობას თქვენ ვერ უხელმძღვანელებთ"- ოთარ გრიგოლია ოპოზიციას 07.12.2021 22:00

 საკრებულოს  ფრაქციის  „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარემ ოთარ გრიგოლიამ დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში მიმდინარე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას საკრებულოში მყოფ ოპოზიციას კონსტრუქციული თანამშრომლობისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ თუ ოპონენტებს მუშაობა სურთ, მათ ამისი საშუალება ნამდვილად აქვთ.



„თუ გსურთ მუშაობა ქალაქის სასარგებლოდ, თქვენ ამის საშუალება მოგეცემათ, თუ არა და მიიღებთ საკადრის პასუხს. ხოლო თქვენ რაც გინდათ ის ვერ მოხდება და თბილისის საკრებულოს მუშაობას თქვენ ვერ უხელმძღვანელებთ“,- განაცხადა ოთარ გრიგოლიამ სხდომაზე, სადაც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის წევრობის კანდიდატები წარადგინა.


მისივე თქმით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ქალაქში ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა, რომლებსაც  თითოეული მოქალაქე ხედავს, ხოლო აღიარებს თუ არა ამ ცვლილებებს ამას მნიშვნელობა არ აქვს.



„ჩვენ, კომისიის სხდომებზე  ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ, სადაც ბევრი მწვავე კითხვა დაისვა, ამიტომ  ოპონენტების ბრალდებას რომ  თითქოს კომფორტის ზონაში ვართ  ვერ მივიღებთ. თქვენ იყავით კომისიის სხდომებზე? მოისმინეთ რამდენად მნიშვნელოვანი და კრიტიკული კითხვები ისმის? მოისმინეთ ამასთან დაკავშირებით მერიის წარმომადაგენელთა პასუხები?


ეს არის კომფორტის ზონა? და აქ ოპონირება არ ხდება? პირიქით, ჩვენ გვაინტერესებს საქმე, ამომრჩევლების წინაშე ვართ ვალდებული და არა მათ წინაშე ვინც ახლა ციხეებში სხედან და გამოსვლა უნდათ“,- განაცხადა საკრებულოს დეპუტატმა.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები