დღე: 25

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

"ისნის" ფაბრიკის და "ბოლშევიჩკის" შეკერილ სარაფნებზე გაზრდილი ხალხი მაინც ნუ დაატარებთ ღლიცინით პარიზში დაბადებული ქალბატონის ხალათს!“ 05.07.2020 22:24

ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი, დავით გადელია სოციალურ ქსელში ირონიულ პოსტს აქვეყნებს: 

 

სიმართლე გითხრათ, ჩვენი პრეზიდენტის ფანი არასდოს ვყოფილვარ, არც ტანსაცმლის მოდას მივყვები კვალში, მაგრამ "ისნის" ფაბრიკის, "ცებოს" ბასანოჩკებზე და "ბოლშევიჩკის" შეკერილ სარაფანებზე გაზრდილ-დაფრთიანებული ხალხი მაინც ნუ დაატარებთ ღლიცინით კედელ-კედელ, პარიზში დაბადებული და მშვენიერ აღზრდა მიღებული ქალბატონის ხალათს! ხო, ისეთი მამაკაცებიც კი აზიარებდნენ და არ ჩამორჩებოდნენ ქალებს, ბავშვობაში მარტო ლაჯებში ბულავკით გაკვანძული მაიკით რო დარბოდნენ სოფელ- სოფელ!

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები