ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი, დავით გადელია სოციალურ ქსელში ირონიულ პოსტს აქვეყნებს:
სიმართლე გითხრათ, ჩვენი პრეზიდენტის ფანი არასდოს ვყოფილვარ, არც ტანსაცმლის მოდას მივყვები კვალში, მაგრამ "ისნის" ფაბრიკის, "ცებოს" ბასანოჩკებზე და "ბოლშევიჩკის" შეკერილ სარაფანებზე გაზრდილ-დაფრთიანებული ხალხი მაინც ნუ დაატარებთ ღლიცინით კედელ-კედელ, პარიზში დაბადებული და მშვენიერ აღზრდა მიღებული ქალბატონის ხალათს! ხო, ისეთი მამაკაცებიც კი აზიარებდნენ და არ ჩამორჩებოდნენ ქალებს, ბავშვობაში მარტო ლაჯებში ბულავკით გაკვანძული მაიკით რო დარბოდნენ სოფელ- სოფელ!
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge