დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

"მიმიფურთხებია იმ ხელისუფლებისთვის, რომელიც უძლურია სამართალი აღასრულოს!" 14.05.2021 17:56

რასაკვირველია, ნაც-დამნაშავეების, უწინარესად - სააკაშვილის მიერ სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ სარჩელის შეტანას, წმინდა პოლიტიკური მიზანი აქვს და არა სამართლებრივი!, - ამის შესახებ ბლოგერი დავით ზარდიაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს.


"სამართლებრივად - ეს სარჩელი სრულიად უსაფუძვლოა და არავითარი შანსი, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, რომელიც თავის დროზე, არც მეტი არც ნაკლები - გაოგნებული იყო სწორედ უფლებათა საარაკო ფეხქვეშ გათელვით - არა მხოლოდ პირადად სააკაშვილის, არამედ მთლიანად მისი რეჟიმის მიერ, ეს სარჩელი, რომც განიხილოს, იგი რაიმე ნაწილში დაკმაყოფილდეს. ეს წარმოუდგენელია და შეუძლებელიც!


სამაგიეროდ, პოლიტიკური მიზანი მიღწეულია: ამ სარჩელის შეტანით სააკაშვილი განსაკუთრებული ცინიზმით აბუჩად იგდებს ქართულ სამართალს და ამ სამართლის აღმსრულებელ ხელისუფლებასაც! თავს ნუ იტყუებს დღევანდელი ხელისუფლება, მას ცუდად მისდის საქმე: რადგან სააკაშვილის და ნაცების უტიფრობას სამართლით საზღვარი ვერ დაუდო და აქამდე მიგვიყვანა, რომ სააკაშვილის ბოროტება არათუ ვერ დასაჯა, არამედ სადავო გახადა კიდეც თეთრი და შავი!


სარჩელის შეტანა პოლიტიკური მნიშვნელობის აქტია და ფაქტობრივად იგივე ცინიზმს გამოხატავს, რაც მელიამ უტიფარ დევიზად აქცია: "არ გადავიხდი და ვერ დამიჭერთ!" ეს "პოლიტკური ენაზე" თარგმანში იმას ნიშნავს, იმაზეა გათვლილი, რომ ამომრჩეველს მყარად შეექმანას ასეთი აღქმა:


"მიმიფურთხებია იმ ხელისუფლებისთვის, რომელიც უძლურია სამართალი აღასრულოს!"


ხელისუფლება კიდევ ჯანდაბას, მაგრამ სამართლებრივი ნიჰილიზმი, რის დამკვიდრებასაც ნაცები მთელი თავიანთი მოღვაწეობით, სიტყვითა თუ საქმით, მუდამდღე რქებით აწვებიან, დააქცევს ქვეყანას!"- წერს დავით ზარდიაშვილი. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები