დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

"მოსახლეობას გაზის ტარიფი არ გაეზრდება"- დავით ნარმანია 02.12.2020 11:52

 

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებითმოქალაქეებს ბუნებრივი გაზის ტარიფი არ გაეზრდებათ  არც 2021 და 2022 წლებშიმისივე თქმით, კომერციულ სექტორში გაზის ტარიფის ზრდა სემეკთან შეთანხმება არ სჭირდება. ეს კომენტარი დავით ნარმანიამ  შპს „თბილისი ენერჯის“ მიერ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ტარიფის ზრდის გადაწყვეტილებაზე კომენტირებისას გააკეთა.  

 

ბუნებრივი აირის საყოფაცხოვრებო ტარიფი ერთი წლის წინ დავადგინეთ სამ წლიანი ვადით, რაც ნიშნავს, რომ 2021 და 2022 წლებში მოქალაქეებს ბუნებრივი აირის ტარიფი არ გაეზრდებათ.

 

კომერციულ სექტორში გაზის ფასი დერეგულირებულია მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე და არ საჭიროებს კომისიასთან შეთანხმებას. შესაბამისად, უბრალოდ ინფორმაციის სახით გვაცნობა კომპანიამ ამ გადაწყვეტილების შესახებ“, - განაცხადა  დავით ნარმანიამ.

 

3 იანვრიდან შპსთბილისი ენერჯისარასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებს, პურის საწარმოების გარდა, ბუნებრივი გაზის ღირებულება ერთ კუბურ მეტრზე 20 თეთრზე მეტით ეზრდებათ და ერთი ლარით და 10 თეთრით განისაზღვრება. კომპანიაში აღნიშნულის მიზეზად ლარის კურსის გაუფასურებას ასახელებენ.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები