დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

"მრგვალი სარკმლიდან და კორინთული სვეტებიდან სოკოს სახურავამდე“ - «Freie Presse» 10.07.2020 13:09

გერმანულმა გაზეთმა „ფრეიე პრესე“-მ Freie Presse») გამოაქვეყნა სტატია სათაურით „მრგვალი სარკმლიდან და კორინთული სვეტებიდან სოკოს სახურავამდე“, რომელშიც გერმანელი ჟურნალისტის შთაბეჭდილებებია გადმოცემული საქართველოს დედაქალაქის ღირსშესანიშნაობების, მისი ისტორიისა და და თანამედროვე მდგომარეობის შესახებ (ავტორი - ანეტ მეინკ-კასტრანჯენი).


გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

„მავრიტანული სტილი, ბრუტალიზმი და მოდერნი: ვინც თვლის, რომ საქართველოში მხოლოდ საბჭოთა ეპოქის დროინდელი პანელური შენობებია, იგი საკუთარ თავს ატყუებს. ქვეყანაში აუამრავი სხვადასხვანაირი არქიტექტურის ძეგლებია.

ხშირად ხდება ხოლმე, როცა საუკუნეების ისტორია ერთმანეთზე შრეების სახითაა დალაგებული. ყველაზე მეტად ეს არქიტეტურის წყალობით მოჩანს და ეს განსაკუთრებით საქართველოშია შესამჩნევი.

ბევრ უცხოელ დამპყრობელს სურდა ხელში ჩაეგდო კავკასიის ეს ქვეყანა - რომაელებს, არაბებს, სპარსელებს, რუსებს. თბილისის ცენტრს თუ დაათვალიერებ, ერთდროულად თვალში გეცემა სხვადასხვა ეპოქებისა და ხალხების არქიტექტურულ სტილის ნაგები შენობები.


ძველი თბილისი

სოლოლაკის ქედი ძველ თბილისს ზემოდან გადმოჰყურებს - აქ არის შუა საუკუნეების ციხე-სიმაგრის ნარიკყალას ნანგრევები, რომელიც მეოთხე საუკუნეში სპარსელებს აუშენებიათ, მერვე საუკუნეში კი ქართველებს გაუფართოვებიათ. ნარიყალას ქვემოთ ძველი თბილისია გაფენილი. ბეთლემის უბანში ძველ სახლებს საქართველოსთვის დამახასიათებელი ხის ბალკონები (აივნები) აქვთ, რომლებიც ლამაზი ჩუქურთმებით გამოირჩევიან. ასეთი სახლები სხვა ქალაქებშიც შეიძლება ნახოთ - მაგალიტად, ტელავში და სიღნაღში. ისინი დღეს რესტავრირებულნი არიან, თუმცა არიან მსგავსი შენობები, რომლებიც შეკეთებას საჭიროებენ. მათი მდგომარეობა იმდენად მყიფეა, რომ კედლებს გასამაგრებელი ფოლადის ბოძები აქვთ შეყენებული, რომ არ ჩამოინგრეს.


რუსული კლასიციზმი და ნეობაროკო

ბარათაშვილის ქუჩაზე მსგარ შენობებს მე-19 საუკუნის ცვლილებების კვალი აქვთ: მე-18 საუკუნის ბოლოს საქართველოს თავს დაესხა სპარსეთის შაჰი აღა მაჰმადი, საქართველომ დასახმარებლად რუსეთს მიმართა, თუმცა ჩრდილოელმა მეზობელმა კავკასიური სახელმწიფო მე-19 საუკუნის დასაწყისში მიიერთა. 1844 წელს რუსეთის იმპერატორმა კავკასიაში მეფისმაცვალი დანიშნა - გენერალ-ფელდმარშალი, გრადი მიხეილ ვორონცოვი. მას სურდა, რომ თბილისის განაშენიანება დასავლეთევროპულად  მომხდარიყო. ამ ეპოქას მიეკუთვნება თავისუფლების მოედნის ირგვლივ მდგარი, რუსული კლასიციზმის სტილით აგებული შენობები. ქალაქის რატუშადან (საბჭოდან) პირდაპირ ჩანს რუსთაველის გამზირი, თბილისის მთავარი სატრანსპორტო არტერია და იმავდროულად ქვეითად მოსიარულეების მთავარი ქუჩაც, სადაც მე-19 საუკუნის ბრწყინვალე შენობები დგანან. აქაა პარლამენტის, ქართული ლიტერატურის ინსტიტუტისა და ქალაქის გიმნაზიის შენობები, აქვეა ოპერისა და ბალეტის თეატრიც, რუსთაველის სახელმწიფო აკადემიური თეატრიც, ბაროკოს სტილით აგებული, არქიტეტქორების კორნელი ტატიშჩევისა და ალექსანდრე შიმკევიჩის მიერ, 1989-1901 წლებში. შენობის ფასადი ლამაზია, მრავალი მრგვალი სარკმლით შემკული, შესასვლელი კორინთული სვეტებით, ნახევრად ოვალური სახურავით.


საბჭოთა სოციალისტური..

ქალაქის ცენტრიდან მოშორებით, შავი ზღვის მიმართულების მქონე ავტოტრასთან, მდინარე მტკვრის ნაპირზე დგას საგზაო მშენებლობის სამინისტროს ყოფილი შენობა, 1975 წელს აგებული, რომელიც საბჭოური მონუმენტალურ-ბრუტალისტური არქიტექტურის ნიმუშს წარმოადგენს მკაფიო სტრუქტურით და ბეტონის კედლების გეომეტრიული ფიგურით. 2011 წლიდან აქ სახელმწიფო ბანკი მუშაობს. სოციალისტურ ეპოქაში, 1970-იან წლებში საბჭოური სტილით აგებულ მაღლივ შენობებს უმეტესად თბილისის გარეუბნებში ნახავთ.


ახალი ულტრათანამედროვე...

საბჭოთა კავშირის დაშლის წინ, 1991 წელს საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა, თუმცა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში პოლიტიკური სიტუაცია დიდი ხნის მანძილზე გაურკვეველი იყო. 2004 წელს მომხდარი სამოქალაქო დაპირისპირებისა და „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, ქვეყნის პრეზიდენტად, ხმების უმეტესობით, მიხეილ სააკაშვილი იქნა არჩეული, რომელსაც მართვის სისტემის რეფორმირება განიზრახა და მზერა დასავლეთს მიაპყრო.


მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდი ქართველებისთვის საზოგადოებრივი დანიშნულების მქონე შენობების სტილითაც დასამახსოვრებელია. პრეზიდენტმა გერმანიიდან (ბერლინიდან) არქიტექტორი იურგენ მეიერ-ჰერმანი მიიწვია, რომელმაც დააპროექტა აეროპორტის შენობა კავკასიის მთებში შეყუჟულ პატარა ქალაქ მესტიაში, ასევე რამდენიმე საპოლიციო უბნის ოფისი და დასავლეთ საქართველოსკენ მიმავალ ავტომაგისტრალზე მდებარე სხვადასხვა შენობები, რომლებიც სამგანზომილებიან ბეტონის ელემენტებს შეიცავს, გრაფიკული სახით.


თანამედროვე სტილითაა აგებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა - ფასადი მომრგვალებული მინის პანელებით, ტალღისებური ექსტერიერი შტამბეწდავ ანსამბლს ქმნის მწვანე ზონასთან შეხამებით. შენობა დააპროექტა იტალიელმა არქიტექტორმა მიქელე დე ლუკამ - მასვე ეკუთვნის „მშვიდობის ხიდის“ პროექტიც, რომელიც თბილისის ცენტრში მდინარე მტკვრის ნაპირებს ერთმანეთთან აკავშირებს“.


სტატია ილუსტრირებულია მრავალი ფოტოსურათით, რომლებზეც გამოსახულია როგორც თანამედროვე თბილისის (სოკოს მსგავსი სახურავის მქონე „იუსტიციის სახლით“), ასევე სხვა ქალაქების არქიტექტურაც.

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო:

https://www.freiepresse.de/ratgeber/reisen/von-ochsenaugen-und-pilzdaecher-artikel10936155

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები