დღე: 27

ღამე: 13

USD 2.6753

EUR 2.8473

"ნიუ ჰოსპიტალის" ეზოში მომხდარი ავარიის დროს დაშავებული არასრულწლოვნის ოპერაცია წარმატებით დასრულდა, დედას ოპერაცია ამ წუთებში უტარდება 13.06.2021 18:51

"ნიუ ჰოსპიტალის" ეზოში მომხდარი ავარიის დროს დაშავებული 4 პირი კლინიკაში რჩება. არასრულწლოვნის ოპერაცია წარმატებით დასრულდა და ის ახლა მკურნალობას ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში აგრძელებს. რაც შეეხება დედას, მას ოპერაცია ამ წუთებში უტარდება.

დანარჩენი დაშავებული 2 პაციენტის მდგომარეობა კი დილიდან უცვლელია და სტაბიურია.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, სპეციალისტებმა უნდა დაადგინონ მიზეზი, რის გამო მოხდა ავარია, რომელსაც 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

უბედური შემთხვევა თბილისში გუშინ მოხდა,  კრწანისის ქუჩაზე სატვირთო მანქანა ჯერ მსუბუქ ავტომობილს დაეცა, რომელშიც ადამიანები ისხდნენ, შემდეგ კი ავტომობილებთან და ხალხთან ერთად საავადმყოფოს ეზოში გადავარდა. ავარიის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა, 4 კი დაშავდა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები