დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

"სომხების ნაკადი, რომლებთაც რუსეთიდან სომხეთში დაბრუნება სურთ, ჯერ კიდევ არ შემწყდარა" 07.07.2020 12:33

 

სომხური გაზეთი „ლრაგირ“-ში («Լրագիր») გამოქვეყნებულია ინტერვიუ რუსეთში არსებული სომხეთის საელჩოს საბაჟო ატაშესთან არამ ტანაინთან (ესაუბრება კორესპონდენტი როზა ოვანესიანი). პუბლიკაციაში, სხვა საკითხებთან ერთად, განხილულია საქართველო-რუსეთის საზღვარზე, ზემო ლარსთან შეკრებილი სომხეთის მოქალაქეების ბედი, რომლებთაც საქართველოს ტერიტორიის გავლით, სომხეთში დაბრუნება სურთ.


„სომხების ნაკადი, რომლებთაც რუსეთიდან სომხეთში დაბრუნება სურთ, ჯერ კიდევ არ შემწყდარა. როცა საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ პირველი ივლისისდან საზღვრებს გახსნიდა, რუსეთში მყოფ ბევრ სომეხს იმედი გაუჩნდა და იფიქრეს, რომ სახმელეთო გზით წავიდოდნენ სომხეთში, მაგრამ მოულოდნელად თბილისმა საზღვრების გახნა ერთი თვით გადადო, სომხები კი ზემო ლარსტან დახურულ საზღვართან აღმოჩნდნენ“, - ამბობს არამ ტანაიანი.


„ჩვენ ყველანაირად მოვუწოდეთ მათ, რომ სახმელეთო საზღვრით სომხეთში წაცლის იმედი ნუ ექნებოდათ, მაგრამ არ დაგვიჯერეს... ახლა მიხვდნენ და ნელნელა მოსკოვში, კრასნოდარში და დონის როსტოვში მიდიან, რომ იქიდან თვითმფრინავით ერევანში გაემგზავრნონ.


დღესაც ჩვენ ყოველდღიურად ათობით ადამიანი გვირეკავს საელჩოში და გვეკიტხებიან - სომხეთში დაბრუნება გვინდა და რა ვქნათო. ჩვენ ვერაფერს გავაკეთებთ, რადგან ეს საკითხი არც სომხეთის და არც რუსეთის გადასაწყვეტი არაა, ის მხოლოდ საქართველოს გადასაწყვეტია და მას ეხება. ეს არის საქართველოს სახელმწიფოს ნება და ჩვენ უნდა დაველოდოთ, როდის გაიხსნება საზღვარი. ჯერ-ჯერობით ქართველები ზუსტ თარიღს არ ასახელებენ, თუ როდის დაიწყება ავტომანქანებით მათი ქვეყნის ტერიტორიაზე მგზავრების შესვლა. ამიტომაც ჩვენს მოქალაქეებს ვეუბნებით, რომ არ დაგეგმონ ზემო ლარსის გავლით სომხეთში დაბრუნება, ნუ შეუქმნიან ზედმეტ პრობლემებს ოჯახის წევრებს... საზღვარზე ერთი მხრიდან მდინარეა, მეორედან მთები, იქ არანაირი ინფრასტრუქტურა არ არსებობს მგზავრების დიდხანს გასაცერებლად. იქ მხოლოდ სასაზღვრო ზონაა, სადაც ადამიანთა ზედმეტი თავმყრა მხოლოდ დაძაბულობას, დისკომფორტს და გაურკვევლობას იწვევს“, - ამბობს სომეხი დიპლომატი.


წყარო: https://www.lragir.am/ru/2020/07/06/178132/

 

მოამზადა - სიმონ კილაძემ

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები