დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6728

EUR 2.8532

"ტატიაშვილი არაა ფედერაციაში შემავალი არც ერთი საჭიდაო სტილის წარმომადგენელი" 29.06.2020 16:30

“მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში ფიგურირებს მოჭიდავე გიგა ტატიაშვილი, საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია აზუსტებს, რომ გიგა ტატიაშვილი არაა ჩვენს ფედერაციაში შემავალი არც ერთი საჭიდაო სტილის წარმომადგენელი”, - ამის შესახებ ინფორმაციას ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია ავრცელებს და ყველას მიმართავს, ინფორმაციის გავრცელებისას უფრო ყურადღებით იყვნენ.

 

„ბოლო დღეებში, მასმედიაში რამდენიმეჯერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში ფიგურირებს მოჭიდავე გიგა ტატიაშვილი. საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია აზუსტებს, რომ ტატიაშვილი არაა ჩვენს ფედერაციაში შემავალი არც ერთი საჭიდაო სტილის წარმომადგენელი და სთხოვს ყველას, მეტად ფრთხილები და ყურადღებიანები იყვნენ ინფორმაციის გავრცელებისას.


საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია მწუხარებას გამოთქვამს საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს“ 19 წლის წევრის გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას უცხადებს გიორგი შაქარაშვილის ოჯახს და ახლობლებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები