დღე: 27

ღამე: 13

USD 2.6753

EUR 2.8473

"უპასუხისმგებლო ხალხია, ვითარება რომ დამძიმდეს..." -გია ვოლსკი თურქეთთან საზღვრის გახსნაზე 08.07.2020 15:34

როცა ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობები ფრენებზე და მიმოსვლებზე ყალიბდება, რასაკვირველია, ის პროფესიონალურად განიხილება და არა ჰაიჰარად -ასე უპასუხა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალიტების შეკითხვას, რომელიც ევროკავშირის 5 ქვეყანასთან ავიამიმოსვლის აღდგენას შეეხებოდა. მისივე თქმით, ოპოზიციის ერთადერთი მიზანია, ეჭვები შეიტანოს თითქოს რაღაც არასწორად კეთდება.

 

„როცა ევროკავშირის 5 ქვეყანასთან ხელშეკრულება ფორმდება, რასაკვირველია, ორმხრივად ყველაფერი გაწერილია იმისთვის, რომ საქართველოს და ქვეყნის მოქალაქეებს საფრთხე არ შეექმნას. არც ისინი არიან ხელჩამოშვებულები და დილეტანტები. ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ეს ვითარება, სტატუს-კვო შევინარჩუნოთ და გავაუმჯობესოთ. არავინაა თვითმკვლელი. როცა ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობები ფრენებზე და მიმოსვლებზე ყალიბდება, რასაკვირველია, ის პროფესიონალურად განიხილება და არა ჰაიჰარად. ოპოზიციის ერთადერთი მიზანია ეჭვები შეიტანოს თითქოს რაღაც არასწორად კეთდება,"- განაცხადა ვოლსკიმ.

 

რაც შეეხება ჟურნალისტების კითხვას, თურქეთთან სახმელეთო საზღვრის გახსნასთან დაკავშირებით, რათა საქართველოს მოქალაქეებმა შეძლონ სამუშაოდ წასვლა, ვოლსკიმ უპასუხა, რომ კონტროლი არის საკმაოდ სუსტი.

 

"უმძიმესი მდგომარეობაა და კონტროლი არის საკმაოდ დაბალ დონეზე იმისთვის, რათა ჩვენ მოქალაქეებს მივცეთ საშუალება, რომ ჯანმრთელობა რისკის ქვეშ დააყენონ და შემდეგ ჩამოსულებმა რისკი შეუქმნან კვლავ ჩვენს მოქალაქეებს. თორემ ხელისუფლებისთვის რასაკვირველია შეზღუდვების დაწესება გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე კარების გახსნა, მაგრამ ის სირთულე რაც შეიძლება ამან მოიტანოს, აბსოლუტურად არაა ე.წ.ოპოზიციის პასუხისმგებლობა. უპასუხისმგებლო ხალხია, არანაირი პასუხისმგებლობა არ აქვთ და არც აპირებენ აიღონ. ვითარება რომ დამძიმდეს, კაციშვილს ვერ იპოვით რომ გიპასუხოთ რას ლაპარაკობდენ რამდენიმე დღის წინ", - განაცხადა ვოლსკიმ.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები