დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

"ღარიბშვილის გადაწყვეტილებას, ინვესტიციების მიმართულებით ევროპელი მრჩევლის დანიშვნაზე მიზერული ეფექტი ექნება" 10.05.2021 11:14

ქვეყანაში საფინანსო ბაზრის არასწორი განვითარების შეფეგებს უკვე ვიმკით. საქართველოს საფონდო ბირჟის ხელმძღვანელის, გიორგი ფარესიშვილის განცხადებით, 2 თვეზე მეტია საქართველოს საფონდო ბირჟის სავაჭრო სესიებზე არცერთი ლარის გარიგება არ განხორციელებულა!.  მაგრამ, მისი ნაწილობრივ კორონაპანდემიასთან დაკავშირება, რომ გარიგებებმა სრულად გადაინაცვლა არასაბირჟო მიმართულებით, ახალა არ დაწყებულა. გარიგებების მოცულობის პრობლემა კი, ჯერ კიდევ 2018 წელს გახდა ცხადი, როდესაც 2017  წლის ნოემბრიდან მიმდინარე წლის 5 სექტემბრამდე პერიოდში ანუ 10 თვის პერიოდში, საშუალოდ, გარიგების დადების ვადა იყო 2 თვე. ანუ, გარიგება იდებოდა საშუალოდ ყოველ ორ თვეში და ისიც ისეთი წარმატებული კომპანიის აქციებზე როგორიც, თუნდაც საქართველოს ბანკია, - ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტმა, გიორგი ცუცქურიძემ "ჯორჯიან თაიმსს" განუცხადა.

 

"თუმცა, რასაც საფონდო ბირჟის დირექტორი ბატონი ფარესიშვილი აცხადებს, სრული სიმართლეა და ასახავს იმ მწარე რეალობას, რაც საფონდო ბაზრის არასწორ რეგულაციებს მოყვა და ჯერ კიდევ 2007 წელს დაიწყო.  კერძოდ, ლიკვიდირებული იქნა ფასიანი ქაღალდების ბაზრის დამოუკიდებელი რეგულატორი და მისი ფუნქციები გადაეცა კონკურენტი დარგის რეგულატორს-საქართველოს ეროვნულ ბანკს. ამასთან, კანონიდან ამოღებულ იქნა საფონდო ბირჟაზე ლიკვიდურობის უზრუნველმყოფი მთავარი ნორმა, რამაც საფუძველი გამო, რამაც საფუძველი გამოაცალა ბირჟაზე კონკურენტულ და საჯარო გარემოში ფასწარმოქმნის პროცესს.

 

და სწორედ ეს იყოს მთავარი ამ დამანგრეველი ცვლილებების შედეგად, მომენტალურად გარიგებების ძირითადმა ნაწილმა საფონდო ბირჟიდან გადაინაცვლა ნაცრისფერ ბაზარზე, რაზეც ამ განცხადებაშია ახლა საუბარი და გაცილებით ადრე უნდა ყოფილიყო!"

 

ცუცქირიძე თვლის, რომ მთავრი პრობლემა, რაზეც ბატონი ფარესიშვილი არ საუბრობს, ინტერესთა კონფლიქტია.

 

"საფონდო ბაზარი, ისევე როგორც საბანკო, ფინანსური ბაზრის ორი უზარმაზარი სეგმენტია, ორივე "იბრძვის" მოქალაქეების დანაზოგებისა და სხვა ინსტიტუციონალური ინვესტორების საინვესტიციო ფონდების თანხებისათვის. მართალია, კომერციული ბანკები არიან რა სააქციო საზოგადოებები, თავად ახდენენ აქციების ბირჟებზე კოტირებას, მაგრამ კონკურენტული სივრცის პრინციპიდან გამომდინარე, ბანკები გამოდიან სხვა საზოგადოებების კონკურენტებად, რესურსების მოზიდვის საბანკო სესხის ალტერნატიული ღირებულებიდან და ხასიათიდან გამომდინარე. 

 

ლიკვიდური საფონდო ბაზარი კომპანიებს მისცემს საბანკო კრედიტზე დამოკიდებულების შემცირების ალტერნატივას, შედარებით იაფი ფულის მოძიების შესაძლებლობას. თავის მხრივ, ეს ბანკებს აიძულებს დაიწყონ მოძრაობა საპროცენტო განაკვეთის კიდევ უფრო შემცირებისაკენ. არსებული საფონდო ბაზრის მოდელის მთავარი სუსტი მხარე, სწორედ ამ პარადიგმაშია საძიებელი. ასეთ პირობებში ერთ მხარეს რაიმე გადახრა და არაპროპორციული მიდგომა ერთ-ერთი სეგმენტის განვითარების მიმართ აუცილებლად გამოიწვევს მეორე სეგმენტის სტაგნაციას.

 

სტრატეგიული პარადიგმა, რომ საფონდო საქმიანობა და სადეპოზიტო, საკრედიტო და საანგარიშსწორებო ანუ საბანკო საქმიანობა მკვეთრად იყოს გამიჯნული (საკანონმდებლო დონეზე) ერთმანეთისაგან, ფინანსური ბაზრის პროპორციულად განვითარების მთავარ წინაპირობად მიიჩნევა.

 

დღეს, როდესაც საკანონმდებლო წინააღმდეგობებზე ვსაუბრობთ, პირველი რაც უნდა გაკეთდეს ფასიანი ქაღალდების ზედამხედველობა უნდა გამოვიდეს ეროვნული ბანკიდან და შეიქმნას ცალკე სტრუქტურის სახით, როგორც ეს პრაქტიკულად ყველა წამყვანი ეკონომიკის ქვეყანაშია. 

 

თავის მხრივ, კომერციული ბანკები, როგორც ინტერსთა კონფლიქტის მატარებელი მხარე, მიზანშეწონილია გავიდნენ საფონდო ბირჟის თანამფლობელობიდან.

 

ბუნებრივია, ეკონომიკური ეფექტი სწრაფი არ იქნება და რეალურ შედეგს დაახლოებით 5-7 წელიწადში მივიღებთ. მაგრამ დაყოვნება პროცესს კი არ დააჩქარებს, პირიქით მხოლოდ შეაფერხებს და საკანონმდებლო ცვლილებები სასწრაფოდარის მისაღები, თუ უკვე დაგვიანებული არ არის!

 

სხვა დროსაც არაერთხელ აღმინიშნავს, რომ საფონდო ბაზრის განვითარების გარეშე ზედმეტია საუბარი ეკონომიკის სწრაფ ზრდაზე და სიღირიბის დაძლევაზე. 

 

მისასალმებელია პრემიერ ირაკლი ღარიბშვილის გადაწყვეტილება ინვესტიციების მიმართულებით მაღალი დონის ევროპელი მრჩევლის დანიშვნაზე, მაგრამ, მისი ეფექტი მაინც მიზერული იქნება. საერთაშორისო საინვესტიციო გამოცდილება აჩვენებს, რომ  პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებთან ერთად, ეკონომიკას გრძელვადიანი და მდგრადი განვითარებისათვის, სჭირდება პორთფელური ინვესტიციები, ხოლო, ბიზნესს ალტერნატიული რესურსირების წყაროები", - აცხადებს გიორგი ცუცქირიძე. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები