დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

"ყველა ის პირი, რომელიც კოვიდინფიცირებულთან ერთად იმყოფებოდა ოთახში, იზოლირებულები იქნებიან სხვა აბიტურიენტებისგან" 10.07.2020 15:53

მიუხედავად იმისა, რომ საგამოცდო ცენტრებში უსაფრთხოების ყველა ზომა  მაქსიმალურად არის დაცული, აბიტურიენტების ჯანმრთელობის  დაცვის მიზნით, ყველა ის პირი, რომელიც კოვიდინფიცირებულთან ერთად იმყოფებოდა ოთახში განთავსდება კარანტინში. მათ ყოველდღიურად ზედამხედველობას გაუწევს ჯანდაცვის სამინისტრო.

 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო  სრულად უზრუნველყოფს აღნიშნული აბიტურიენტების უფლებას, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები უსაფრთხოების მაქსიმალური ზომების დაცვით დაუბრკოლებლად ჩააბარონ.  მნიშვნელოვანია, რომ ისინი სრულად იზოლირებულები იქნებიან სხვა აბიტურიენტებისგან და ყოველი გამოცდის წინ ჩაუტარდებათ ტესტირება.

 

„შემდეგი გამოცდების პერიოდში უზრუნველვყოფთ  იმ აბიტურიენტების ცალკე იზოლირებულ სივრცეში განთავსებას, რომლებიც მასთან ერთად იმყოფებოდნენ საგამოცდო ოთახში. ჩვენ მზად გვაქვს სპეციალური სივრცეები, სადაც მერხები შემოსაზღვრულია სამმხრივი ბარიერით.

 

ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ  იქნება მოწოდებული, ზედმიწევნით შესრულდება და გამოცდების მიმდინარეობისას აბიტურიენტებისა და მეთვალყურეების ჯანმრთელობას პრობლემა არ შეექმნება. მადლობა ყველას იმ მაღალი თვითშეგნებისა და პასუხისმგებლობისთვის, რომელიც ორმხრივად გაზიარებულია როგორც აბიტურიენტების, ასევე ორგანიზატორების მხრიდან“ - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ნუნუ მიცკევიჩმა.

 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრთან და შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრთან ერთად ყოველდღიურ რეჟიმში აგრძელებენ ეროვნულ გამოცდებში მონაწილე აბიტურიენტთა ჯანმრთელი, მშვიდი და აკადემიური გარემოს შექმნაზე ზრუნვას.

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები