დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

"წელს საახალწლო სოფელი არ მოეწყობა და თანხა სოციალურად დაუცველ ოჯახებზე დაიხარჯება"- კახა კალაძე 02.12.2020 11:33

 

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, წელს საახალწლო სოფელი არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარობიდან გამომდინარე არ მოეწყობა. მისივე თქმით, საახალწლო სოფლისთვის გათვალისწინებული თანხები სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის პროდუქტების შეძენას მოხმარდება.

 

საახალწლო სოფელში დასახარჯი თანხები სოციალურად დაუცველ ოჯახებს მოხმარდება. ამისთვის ბიუჯეტში დაახლოებით 700-800 ათასი ლარი დარჩება. ეს თანხმა მიმართული იქნება სარეზერვო ფონდში და ჩვენ დავეხმარებით იმ ოჯახებს, იმ ადამიანებს, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდებათ ჩვენი თანადგომა. ეს იქნება საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფა წინასაახალწლო დღეებში და ამისთვის ჩვენ სპეციალური პლატფორმა უკვე შექმნილი გვაქვს“, - განაცხადა კალაძემ.


მისი თქმით, პროდუქტების დარიგება მომდევნო დღეებში დაიწყება.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები