დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

"ხშირად გვადანაშაულებენ ქართველი მეზობლები, რომ ჩვენ მათ ასეული წლების განმავლობაში ვებრძოდით" - რამაზან აბდულმაჯიდოვი 03.12.2021 14:32

რუსული მასმედია ცნობით, 2 დეკემბერს ტელეარხ „დაღესტნის“ (РГВК «Дагестан», მახაჩყალა) ეთერში გადაიცა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის დაღესტნის ფედერალური კვლევითი ცენტრის არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ისტორიის ინსტიტუტის ხელმძღვანელის რამაზან აბდულმაჯიდოვის კომენტარი საქართველოს შესახებ.

 

„ქართული მხარე უსაფუძვლოდ აბრალებს დაღესტანს იმ თავდასხმებსა და თარეშებს, რომლებიც დაღესტნის ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხების მიერ 300 წლის წინ ხდებოდა. ეს სრულიად ნორმალური ისტორიული პროცესს წარმოადგენდა. საქმე ეხება XVIII საუკუნის დასაწყისში მომხდარ მოვლენებს, როცა დაღესტნის მოსახლეობამ ერთგვარი ექსპანსიის განხორციელება დაიწყეს კახეთის (თანამედროვე საქართველოს) და შირვანის (თანამედროვე აზერბაიჯანის) მიმართულებით. იმ დროს ეს ტერიტორიები სპარსეთის იმპერიის გავლენის ქვეშ იყვნენ მოქცეულნი“, - ამბობს დაღესტნელი მეცნიერი.

 

 

რამაზან აბდულმაჯიდოვი დარწმუნებულია, რომ დღეს დაღესტნელი ხალხების დადანაშაულება 300 წლის წინ მომხდარ სამხედრო მოქმედებებში არასწორი იქნებოდა. მისი თქმით, ისტორიული მოვლენები წინააღმდეგობრივად ვითარდებოდა - იყო პერიოდი, როცა ერთი ხალხის წარმომადგენლები თავს ესხმოდნენ მეორე ხალხს, მოგვიანებით კი სიტუაცია იცვლებოდა - თავდამცველი უკვე თვითონ ხდებოდა თავდამსხმელი.

 

 

„იმ დროს დაღესტნელებმა სპარსელებს საგრძნობი მარცხი მიაყენეს. დღეს ხშირად გვადანაშაულებენ, კერძოდ, ჩვენი ქართველი მეზობლები, რომ ჩვენ მათ ასეული წლების განმავლობაში ვებრძოდით. რატომღაც მათ არს სურთ, რომ ეს ყველაფერი ექსპანსიის ჩარჩოებში განიხილონ. არადა, იყო პერიოდი, როცა თვითონ ქართველები თავს ესხმოდნენ დაღესტნის თანამედროვე ტერიტორიას, ხოლო მე-18 საუკუნეში უკვე დაღესტნელებმაც დაიწყეს გარკვეული დამპყრობლური პოლიტიკის გატარება“, - განაცხადა ისტორიკოსმა ტელეკომპანია „დაღესტნის“ ეთერში.

 

 წყარო

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები