დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

ცხელი ზონაა ისრაელის ქალაქ ბათ იამში, სადაც საომარ მოქმედებებთან ერთად არაბებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის სამოქალაქო დაპირისპირებაცაა. ბათ იამში მცხოვრები ქართველი ებრაელი,  არაერთი სიმღერისა და ლექსის ავტორი იმედო ჯანაშვილი "ჯორჯიან თაიმსთან" ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებზე ჰყვება და ყველას სიმშვიდისკენ მოუწოდებს. 

 

"დღეს სიმშვიდეა, სტაბილური ვითარებაა. გვიან ღამით, დაახლოებით პირველ საათზე იყო განგაშის სიგნალი. დღეს კი თითქმის ყველაფერი შეწყდა. ყველაფერი მუშაობს. რაც შეეხება გასულ ღამეებს, ნამდვილად მძიმე იყო. იყო ძლიერი რაკეტული თავდასხმა მთელი ღამის განმავლობაში, ბევრია დაღუპული და დაშავებული. "ღაზას სექტორიდან" 1000-ზე მეტი რაკეტა იყო გამოშვებული. ხშირია ასეთი ფაქტები, მაგრამ 25 წელია აქ ვცხოვრობ და ასეთი მასშტაბით პირველადა არის. ყველას სიმშვიდისკენ მოვუწოდებ, ყველა ის ზომები დაიცვან, რაზეც სახელმწიფო მიგვითითებს. და რაც მთავარია, არ აყვნენ პანიკას, დანარჩენი ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები,"- ამბობს  იმედო ჯანაშვილი.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები