შეგახსენებთ, რომ „რესპუბლიკელი“ სენატორების განცხადებით, ჯო ბაიდენის შვილი, ჰანტერ ბაიდენი მოსკოვის ყოფილი მერის, იური ლუჟკოვის მეუღლესთან საეჭვო გარიგებებს ახორციელებდა. ამის შესახებ აშშ-ის სენატის შიდა უსაფრთხოებისა და სამთავრობო საქმეების კომიტეტის საიტზე გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი. „შიდა უსაფრთხოებისა და სამთავრობო საქმეების კომიტეტის თავმჯდომარემ, სენატორმა რონ ჯონსონმა და ფინანსური კომიტეტის თავმჯდომარემ, სენატორმა ჩაკ გრასლიმ ანგარიში გამოაქვეყნეს, რომელშიც ჰანტერ ბაიდენსა და მის პარტნიორებს შორის, მათ შორის მოსკოვის ყოფილი მერის მეუღლესთან, ელენა ბატურინასთან და ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან დაკავშირებულ პირებთან საეჭვო ტრანზაქციებია ასახული“, - ნათქვამია განცხადებაში.
ჰანტერ ბაიდენი უკრაინული გაზის კომპანია ბურიზმას სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge