დღე: 27

ღამე: 13

USD 2.6753

EUR 2.8473

" რუსები, რომლებიც სამხედრო სამსახურის თავიდან ასაცილებლად საქართველოში გაიქცნენ, ქვეყანაში დაბრუნებას არ ჩქარობენ"- Reuters 29.11.2022 00:44

რუსები, რომლებიც სამხედრო სამსახურის თავიდან ასაცილებლად მეზობელ საქართველოში გაიქცნენ, ქვეყანაში დაბრუნებას არ ჩქარობენ, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

 

„ერთი თვის შემდეგ, რაც რუსეთმა გამოაცხადა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომისთვის გაწვევის პროცესი დაასრულა, მამაკაცები, რომლებიც სამხედრო სამსახურის თავიდან ასარიდებლად, მეზობელ საქართველოში გაიქცნენ, აცხადებენ, რომ ისინი სახლში დაბრუნებას არ ჩქარობენ“, – წერს გამოცემა.

 

სააგენტოს ცნობით, რუსეთმა მობილიზაცია 21 სექტემბერს ბრძოლის ველზე წარუმატებლობის შემდეგ გამოაცხადა – პუტინის გადაწყვეტილებამ კი აიძულა ასობით ათასი გაწვეული კაცი წასულიყვნენ ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის საქართველო, სომხეთი და ყაზახეთი.

 

„საქართველოს მთავრობის სტატისტიკა აჩვენებს, რომ წელს საქართველოში 110 000-ზე მეტი რუსი გაიქცა – ეს იყო შემოდინება, რამაც გამოიწვია როგორც ეკონომიკური ბუმი, ასევე უკმაყოფილება ქვეყანაში, სადაც ანტირუსული განწყობებია გავრცელებული.

 

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და მისმა თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ერთი თვის წინ გამოაცხადეს გამოძახების დასრულების შესახებ, ბევრი ამბობს, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ სახლებში მალე დაბრუნდნენ“, – წერს Reuters.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები