დღე: 24

ღამე: 11

USD 2.671

EUR 2.8387

,,შექსპირბადე“ - პოსტ-პანდემიური პრემიერა რუსთავის თეატრში 31.07.2020 13:46

4 აგვისტოს, 20.00 სთ–ზე, გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის დრამატული თეატრი რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ, ღია ცის ქვეშ თეატრის ეზოში, გათვალისწინებული რეკომენდაციების დაცვით უჩვეულო პრემიერას წარმოადგენს. ,,შექსპირბადე“, ასეთია სპექტაკლის სათაური, რომლის რეჟისორიც რუსთავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი სოსო ნემსაძე გახლავთ. 

 

როგორი იქნებოდა პანდემია შექსპირის ეპოქაში და შეხედავდა თუ არა მე–16 საუკუნის კლასიკოსი ავტორი მსოფლიო ტრაგედიას იუმორით არავინ იცის. რუსთავის თეატრისთვის კი სტრესის მოხსნის საუკეთესო საშუალება, სწორედ ტრაგედიის კომედიად გადაქცევა აღმოჩნდა. ,,მეფე ლირის“ , ,,ვენეციელი ვაჭრის“,  ,,ოტელოს“, ,,ჰამლეტისა“ და  ,,მაკბეტის“ პერსონაჟებს ახლა ერთმანეთის გარდა ორიგინალ ტექსტთან დისტანციაც მოუწევთ. თითოეული პიესა ამჯერად ოპუსად იქცევა, რომლის ტექსტებზეც ედუარდ უგულავამ იმუშავა. ,,შექსპიროლოგებს“ მათთვის კარგად ნაცნობი ტექსტები შეცვლილი დახვდებათ, თუმცა შინაარსი ორიგინალთან მიახლოვებული. სპექტაკლში გამოყენებულია ენდრიუს პუსკუნიდის მუსიკა, კოსტუმებზე კი მხატვარმა ბარბარე ასლამაზიშვილმა იმუშავა. ,,შექსპირბადის“ სამსახიობოდასი კი ასეთია:

 

მეფელირი, ანტონიო – ზვიად დოლიძე

გონერილა – ნათია არბოლიშვილი

მასხარა – ზურა ფიროსმანიშვილი

კორდელია – მერი ფხოველიშვილი

რეგინა – ნათია მელაძე

ჰამლეტი – ნიკო მოსიაშვილი

ოფელია – ანა შარვაძე

ბასანიო, წამყვანი – იოსებ ელიზბარაშვილი

ოტელო –  ზურა ფიროსმანიშვილი

დეზდემონა – ნათია მელაძე

კუდიანი I – რევაზ კოღოშვილი

კუდიანი II – სოფიკო ჩხიტუნიძე

შაილოკი, კუდიანი III - ზაზა თაგოშვილი

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები