დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

 დევნილ ოჯახებს ბინები გადაეცათ 30.09.2020 17:33

37 დევნილი ოჯახი, გორსა და ხაშურში, ახალაშენებულ კორპუსებში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის პირობებში იცხოვრებს.

დევნილ ოჯახებს ბინების გასაღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი წოწკოლაურმა, დევნილთა სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი სიმონ გულედანმა გადასცეს.

2020 წელს, ჯამში, ახალ საცხოვრებელს 2000-ზე მეტი იძულებით გადაადგილებული ოჯახი მიიღებს. ბოლო 8 წლის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში,  ბინით 21 655დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდა.

ავტორ(ებ)ი : geotime.ge

ბოლო სიახლეები