სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე აცხადებს, რომ წინასწარი შეფასებით, აგვისტოში საქართველოს ეკონომიკა 5.3%-ით შემცირდა.
მისივე თქმით, იანვარ-აგვისტოს საშუალო რეალური ზრდა უარყოფითია და -5.6%-ს შეადგენს.
„წინასწარი შეფასებით, აგვისტოში ივლისთან შედარებით მდგომარეობა მართალია უმნიშვნელოდ, მაგრამ გარკვეულწილად გაუმჯობესდა. სახეზე გვაქვს ეკონომიკის 5.3%-იანი ვარდნა. შესაბამისად, პირველი 8 თვის საშუალო რეალური ზრდა -5.6%-ია“, - აღნიშნა თოდრაძემ.
მისივე თქმით, კლების ტენდენცია თითქმის ყველა სექტორში გამოვლინდა სამთომოპოვებითი მრეწველობის გარდა.
ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge