დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

აგრარულ სექტორში ჩართულმა ფერმერებმა შესაძლოა, საშეღავათო პირობებით ისარგებლონ. 24.09.2020 13:56

 

ცვლილებებს აგროტურიზმის შესახებ, კანონპროექტი ითვალისწინებს, რომელიც დღეს პარლამენტში, აგრარულ საკითხთა კომიტეტზე, კომიტეტის თავმჯდომარე  ოთარ დანელიამ წარმოადგინა.

როგორც ოთარ დანელიამ  განაცხადა, კანონპროექტი დღგ- ს და საშემოსავლო გადასახადის ნაწილში შეღავათების დაწესებას ითვალისწინებს.

„საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი არის სოფლად და დაკავებულია სოფლის მეურნეობით. კოვიდის გამოწვევის პირობებში, ქვეყანაში ტურიზმის დიდი დანაკლისია და ამ ფონზე, ვფიქრობ, რომ ის რესურსი, რომელიც არის სოფლად, უნდა ავითვისოთ.

აღნიშნული კანონი, საგადასახადო ნაწილში, საშეღავათო პირობებს ითვალისწინებს,  როგორც დღგ -ს, ისე საშემოსავლოს კუთხით,  ჩართულობას საერთო სამთავრობო პროგრამებში, რომელიც როგორც საგრანტო ისე ფინანსური ხელმისაწვდომობის ნაწილში განსაზღვრული. კანონის მიღება, სტანდარტების დაწესებას, ხარისხის ამაღლებას და სერვისების მაქსიმალურ სტიმულირებას შეუწყობს ხელს.

,,პირველ ეტაპზე, ველოდებით რამდენიმე ასეული სუბიექტის ჩართვას, სუბიექტი მოგეხსენებათ, მოიცავს რამდენიმე ფერმერს, ყველა პროდუქტს ერთი ფერემერი არ აწარმოებს და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ კოოპერირება შედგეს და გამსხვილდეს მეურნეობები,"- განაცხადა დანელიამ

 

 

 

 

ავტორ(ებ)ი : geotime.ge

ბოლო სიახლეები