დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

ადვოკატი: "იაკობ ბრეგვაძეს ჩხუბში მონაწილე კონკრეტული პირების ამოცნობა არ შეუძლია" 24.09.2020 15:24

 

 

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების სასამართლო პროცესზე დაზარალებულ იაკობ ბრეგვაძის დაკითხვა დასრულდა. მისი დაკითხვა მცხეთის რაიონულ სასამართლოში სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. როგორც იაკობ ბრეგვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მან ყველა კითხვას პასუხი გასცა.


იაკობ ბრეგვაძის ადვოკატის ირმა ჭკადუას განცხადებით, ბრეგვაძეს ჩხუბში მონაწილე კონკრეტული პირების ამოცნობა არ შეუძლია. ამასთან, მოწმე ადასტურებს, რომ ჩხუბში 8 პირი მონაწილეობდა.


"იაკობ ბრეგვაძეს არასდროს, არც ერთ კომენტარში, მათ შორის, არც ჩვენებაში არ უთქვამს, რომ მას კონკრეტული პირების ამოცნობა შეუძლია. მან თქვა, რომ იმ 8 ადამიანის სახელი და გვარები არ იცის, მათი ამოცნობა არ შეუძლია, მაგრამ თითოეული მათგანი ჩხუბში იღებდა მონაწილეობას. მან დაინახა მოქნეული ხელები, მაგრამ კონკრეტულ ადამიანს ხვდებოდა თუ არა, ეს არ დამინახავსო. ხიდის ქვეშ რა ხდებოდა, ამას ბრეგვაძე ვერასდროს დაინახავდა და არც არასდროს უთქვამს. საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მან თქვა, რომ ბათუმისკენ მიმავალ გზაზე, აივანზე დგომისას დაინახა, მეორე მხარეს, ანუ დასავლეთისკენ მიმავალ გზაზე თეთრპერანგიანი ადამიანი, რომელიც ივარაუდა, რომ იყო ახვლედიანი. ხოლო დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მიმავალ გზაზე დაინახა ორი ადამიანი. ეს არ ხდებოდა ხიდის ქვეშ, ეს ხდებოდა ზედ ხიდზე, შესაბამისად, ხიდის ქვეშ რა ხდებოდა, არ დაუნახავს, არ იცის“, - განაცხადა ადვოკატმა.

 

შეგახსენებთ, რომ დღეს, მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, საქმის ერთი-ერთი მთავარი მოწმე, ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე დაიკითხა.

 

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები