დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6753

EUR 2.8473

აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში რამდენიმე სოფელზე კონტროლი დაამყარეს 27.09.2020 15:26

აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ოპერაციის შედეგად, ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში, ფიზულინ-ჯაბრაილის მიმართულებით, რამდენიმე სოფელზე კონტროლი დაამყარეს. ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა ანარ ეივაზოვმა განაცხადა. მისი თქმით, გათავისუფლებულია ის სოფლები, რომლებიც წლების განმავლობაში სომხური ოკუპაციის ქვეშ იმყოფებოდნენ. მათ შორის მან დაასახელა გარახანბეილი, გარვიანდი, გორადიზი, იუხარი, ააბდულრახმენლი და სხვები. მანვე დასძინა, რომ ფრონტის აგდარინის მიმართულებაზე და მუროვდაგსკის ქედზე აზერბაიჯანის არმიამ გაანადგურა „ოკუპანტების მთელი რიგი პოსტები“.

 

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ ჰიქმეთ გაჯიევმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ აზერბაიჯანმა ინფორმაცია მიაწოდა საერთაშორისო ორგანიზაციებს კონფლიქტის ხაზზე არსებული ვითარების შესახებ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები