დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

აკაკი ბობოხიძე: სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტში საქართველოს შუამავლის როლის შესრულება შეუძლია 28.09.2020 14:44

 

"ევროპული საქართველოს“ წევრი აკაკი ბობოხიძე იმედოვნებს, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის მხარეები შეძლებენ კომპრომისის მიღწევას.

 

 

როგორც აკაკი ბობოხიძე „ჯორჯიან თაიმსთან“  აცხადებს, ამ კონფლიქტში საქართველოს შუამავლის როლის შესრულება შეუძლია.

 

„არ ვიცი როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ  მხარეები კომპრომისის მიღწევასა და მშვიდობის შენარჩუნებას შეძლებენ. ამ შემთხვევაში საქართველოს შეუძლია შუამავლის როლის შესრულება და   შეხვედრის ადგილის შეთავაზება, როგორც აზერბაიჯანის მხარისთვის, ისე სომხეთისთვის. ისიც კი შესაძლებელია, რომ ეს ომი ფართო მასშტაბებში გადაიზარდოს, თუმცა ვიმედოვნებ ასე არ იქნება,“- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა „ჯორჯიან თაიმსთან“.

 

შეგახსენებთ, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკებები გრძელდება. დღეიდან კი აზერბაიჯანის მთელ ტერიტორიაზე საომარი მდგომარეობა ამოქმედდა.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები