დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

აკი ნაცების მიერ 9 წლის ნაგროვები ჩანაწერების მონტაჟით აღარ მოწამლავენ ქართულ საზოგადოებასო? - ნიკოლეიშვილი 06.03.2021 11:15

სააკაშვილმა თავისი შავი არქივიდან მორიგი ბინძური ფაბრიკაცია ამოაძრო და ფილდ-კომანდერ მელაძეს გადასცა გასავრცელებლად. აკი განადგურდა კასრებიო?, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს.

 

"აკი ნაცების მიერ 9 წლის ნაგროვები ჩანაწერების მონტაჟით აღარ მოწამლავენ ქართულ საზოგადოებასო? მიშამ რომ გააზიარა მელაძის ანონსი, სრულიად გასაგებია, ლომჯარია რომ არ ინტერესდება ამ ცილისწამების ქეისით, ესეც არა გასაკვირი, მაგრამ ავტორიტეტული "საერთაშორისო გამჭვირვალობის" შეფი ეკა გიგაური რომ აზიარებს ამ დანაშაულებრივ ფეიკ-ჩანაწერს - ესაა ყველაზე ამაზრზენი. როგორც ჩანს, ვერ შემდგარი რევლუციის, ვერ დამტკიცებული „გაყალბებული“ არჩევნების, მელიას კბილებით და ხელებით ვერ დაცვის, მიტინგებზე ვერ მოყვანილი ხალხის მერე, რუსული სცენარის და გეგმის აღმსრულებლებს, სააკაშვილის ბრძანების თანახმად, მხოლოდ პარლამენტის წინ კარვები და მელაძის იაფფასიანი სიუჟეტები დარჩათ თავიანთი მცირერიცხოვანი მომხრეების გასამხნევებლად ან შესაშინებლად", - წერს ანალიტიკოსი. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები