13.06.2021 22:42
გია აბაშიძე:
ჰააგაში მდებარე სამხრეთ კავკასიაზე მომუშავე ანალიტიკური ცენტრი LINKS Europe ეხმიანება აშშ-სა და საქართველოს შუამავლობით, აზერბაიჯანის მიერ დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქის გათავისუფლებას და აღნიშნავს:
სომხეთმა და აზერბაიჯანმა რთული დიპლომატიური აქტივობისას, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ამერიკელმა და ქართველმა დიპლომატებმა, განახორციელეს ”გაცვლა”, რომელსაც ჰუმანიტარული ხასიათი აქვს ღრმა დიპლომატიური შედეგებით. ამ დიპლომატიური აქტივობის მნიშვნელობა ძალიან დიდია. ამერიკელი და ქართველი დიპლომატების ჩართულობამ ახალი ელემენტი შეიტანა სამხრეთ კავკასიაში 44-დღიანი ომის შემდეგ შექმნილ რთულ ვითარებაში. ამ მოლაპარაკებებმა გვერდი აურა რუსეთს, რომლის ჩართულობა რეგიონში მნიშვნელოვნად გაიზარდა 10 ნოემბრის სამმხრივი დეკლარაციის ხელმოწერის შემდეგ...