20.06.2021 20:47
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე 2020 წლის საპარლამნეტო არჩევნებთან დაკავშირებით საინტერესო ფაქტს ასაჯაროებს და წერს:
- ანალიტიკის მომზადება ხანდახან ძალიან საინტერესო ფაქტებს შეგახვედრებს ხოლმე. ამერიკელ დონორს National Endowment for Democracy 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების "ზუსტად და სამართლიანად" გასაშუქებლად "ტვ-პირველის"-თვის $62,000 გრანტი მიუცია. რამდენად მიუკერძოებლად და სამართლიანად გააშუქეს, განსჯა თქვენთვის მომინდვია. რა თქმა უნდა, ეს თანხა ზღვაში წვეთია, მაგრამ მაინც ნიშანდობლივი ფაქტია, ჩემის აზრით.